FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი თბილისში 2 ბინას ფლობს - აი, ფაქტი

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.09.2020
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ბინებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირსა და აეროპორტის დასახლებაში ფლობს. გარდა ამისა, იგი არის შპს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „კუმურდოს“ 100%-იანი წილის მფლობელი.

ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი თბილისში 2 ბინას ფლობს - აი, ფაქტი

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ქონების შესახებ ინფორმაცია „აი, ფაქტმა“ შეაგროვა.
მათი ინფორმაციით, სჯულის კანონი მოითხოვს, რომ სასულიერო პირმა ბერად კურთხევისას მის საკუთრებაში არსებული ქონება სხვებს უნდა გადასცეს, თუმცა მიტროპოლიტის შემთხვევაში, პირიქით მოხდა და მას ქონება ბერად კურთხევის შემდეგ აჩუქეს.

კონკრეტულად, მიტროპოლიტი ფლობს:

- 65 კვ.მ. ბინას თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 1992 წელს პრივატიზაციის ხელშეკრულებით გაიფორმა 309 მანეთად. 2011 წელს მისმა 19 წლის შვილმა იმავე კორპუსში მომიჯნავე ბინა 30 ათას დოლარად იყიდა.

- აეროპორტის დასახლებაში, რკინიგზის ჩიხში 89.9 კვ.მ. ფართის ბინა ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მისმა შვილმა, სალომე ფაჩუაშვილმა 2014 წელს აჩუქა. მანამდე, 2010 წელს, ეს ბინა მიტროპოლიტის მეორე შვილმა, ანა ფაჩუაშვილმა 20 ათას ლარად შეიძინა, შემდეგ კი მისმა დამ, სალომე ფაჩუაშვილმა, როგორც ანა ფაჩუაშვილის წარმომადგენელმა აჩუქა მიტროპოლიტს.

- ფაჩუაშვილი ფლობს შპს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „კუმურდოს“, რომელიც 2010 წელს დააარსა. კომპანიის საქმიანობა ფილმების წარმოება და მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინემატოგრაფიის ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

მიტროპოლიტი ასევე ხელმძღვანელობს სამ არაკომერციულ ორგანიზაციას:

1. წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელი;
2. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "აპრილი;"
3. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა სასულიერო აკადემიაში 1988 წელს ჩააბარა. 1991 წელს მღვდლად ეკურთხა, 1996 წლის მარტში ჯერ ბერად აღიკვეცა, რამდენიმე დღეში კი ეპისკოპოსად აკურთხეს.

მას მიტროპოლიტის სტატუსი 2006 წლის სექტემბერში უბოძეს.

სასულიერო აკადემიამდე ის საქართველოსა და მოსკოვში, ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ კი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფიზიკის პედაგოგად და კინოსტუდია ქართულ ფილმში.

სასულიერო საქმიანობის გარდა, პარალელურად, ის საპატრიარქოს ტელევიზიისთვის დოკუმენტურ ფილმებსაც ქმნის.

„2013 წელს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ზრუნავდა ეთნიკურ უმცირესობებსა და ეთნიკურად ქართველებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე“, - ნათქვამია „აი, ფაქტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აქვე ნახსენებია „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მომზადებული მასლა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, თითქმის მიტოვებული სოფლის, ასფარას ყიდვის შესახებ.

„მისივე [მიტროპოლიტის] თქმით, ისინი ამ სახლებს ეპარქიის ფულითა და შემოწირულობებით ყიდულობენ, თითოეულს 2,500-დან 8,000 დოლარამდე. მიტროპოლიტი ამ ინტერვიუში ამბობს, რომ ადგილზე მცხოვრები უკანასკნელი მოსახლის სახლის შეძენაც სურთ, თუმცა მეპატრონე ქონებას ძვირად აფასებს. სახლის მფლობელი კი ამბობს, რომ შეთავაზებულ 3,000 დოლარად სხვაგან ვერაფერს იყიდის. სოფელ ასფარაში მიწები ა(ა)იპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრის საკუთრებაა. ორგანიზაციას მიტროპოლიტი ნიკოლოზი ხელმძღვანელობს“.

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ამ ბოლო ხანებში ეკრანებზე ხშირად ჩანს. ის განსაკუთრებით აქტიურია გარდაცვლილი ბავშვებისთვის წესის აგების საკითხზე. თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობისას, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ მათთვის ადამიანების აზრი და დამოკიდებულება მეორეხარისხოვანია და მთავარია ღვთის სწორად მსახურება.

რამდენიმე თვის წინ კი ამბობდა, რომ თუ 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი არ შეწყვეტდა თვითმკვლელობაზე საუბარს, მაშინ ეკლესია გარდაცვლილის სულისთვის ლოცვას შეწყვეტდა. მიტროპოლიტს ეკუთვნის მარიანა ჩოლოიანის დასაცავად გამიზნული სიტყვებიც, რომ "თუ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა არ მტკიცდება, მაშინ ამ ქალის დასჯა არასწორია და რომ სისტემის ჯოხი ერთ ადამიანზე არ უნდა გადატყდეს".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ქონებას ფლობს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ასფარაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი იყიდა
‘დავალებას გვაძლევენ, ვიყოთ ტყის მცველები’ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
‘პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ ვერ გამოვიძიებთ’ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი სერაფიმე ჯოჯუაზე
25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი
ახალქალაქში ყოველთა წმიდათა ტაძრის საძირკველი აკურთხეს
'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი