FM97.5 / LIVE

‘თოჯინებზე შეყვარებული ქალი’ - როგორ იხსენებენ რუსუდან სისაურს თეატრში [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.10.2019
ომის დროს დაიბადა და ბავშობაში სათამაშო არ ჰქონია, სიყვარულში არ გაუმართლა და არც საკუთარი შვილი ჰყავდა, თუმცა მთელი ცხოვრება სათამაშოებსა და ბავშვებს მიუძღვნა. თოჯინების თეატრის სცენაზე რუსუდან სისაურის მონაწილეობით სპექტაკლები დასრულდა, ახლა მის შესახებ მხოლოდ ისაუბრებენ.

‘თოჯინებზე შეყვარებული ქალი’ - როგორ იხსენებენ რუსუდან სისაურს თეატრში [ვიდეო]

„რუსიკო რასაც არ გაპატიებდა, თეატრის არსიყვარული, არაპროფესიონალიზმი და სპექტაკლის მიმართ ცუდი დამოკიდებულება იყო“, - ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორზე წარსულში საუბარი უჭირთ. რუსუდან სისაური, როგორ თეტარის ხელმძღვანელი და მსახიობი მათთან ერთად უკვე ვეღარ იქნება. იგი 28 ოქტომბერს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ისეთი ადამიანი იყო, რომ წასრულ დროში მისი ხსენება ვერც წარმომიდგენია. მე რასაც ვხედავდი, ორად-ორი ფიქრი ჰქონდა: როგორ გაემართა ადამიანისთვის ხელი და როგორ მიეხედა თეატრისთვის. უაზროდ შეყვარებული ქალი იყო თოჯინების თეატრზე. ეს არ არის დასი, ეს არის ერთი დიდი ოჯახი და ეს აბსოლუტურად რუსიკო სისაურის დამსახურებაა. მისგან ყოველთვის დადებითი აურა მოდიოდა“, - ამბობს მსახიობი ლექსო ჩემია.

სისაურმა თოჯინებით „თამაში“ 1981 წლის ნოემბერში დაიწყო. ახალციხეში ჯერ დააარსა, შემდეგ კი ათეული წელი ხელმძღვანელობდა თეატრს. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, „სამხრეთის კარიბჭესთან“ გაამხილა, რომ ყველაზე მეტად ციყვის როლს ირგებდა: „რაღაცნაირად ხასიათით ვგავარ, შინაგანი აქვს ეგრეთი. ძალიან საყვარელია, სხვის მაგივრად ტირის, ოღონდ იმან არ იტიროს. ყველაფერს აძლევს, ოღონდ იმას ჰქონდეს და ყველას ყველაფერში ეხმარება“.

ზღაპრის გმირი ციყვივით „ყველას ყველაფერში“ რომ ეხმარებოდა, ამას თანამშრომლებიც ადასტურებენ. თეატრის ადმინისტრატორი მარინე სუდაძე ამბობს, რომ სისაურს ბავშვობიდან იცნობდა, ერთად კი 13 წელი იმუშავეს: „რაც ჩემი თავი მახსოვს, რუსუდანიც იმ დღიდან მახსოვს. უთბილესი ადამიანი და ყველას მეგობარი იყო. ყოველთვის შეეძლო მოესმინა, პრობლემაც და სიახარულიც. შენთან ერთად უხაროდა და სწყინდა. ასაკობრივი ბარიერი არასდროს ჰქონდა. როცა რამე პრობლემა იყო, დაგიჯდებოდა, მოგისმენდა, გაგარკვევდა, დახმარება თუ გჭირდებოდა ყველანაირად დაგეხმარებოდა. შენთან ერთად შრომობდა და წვალობდა. ბოლო დროს, როცა შეუძლოდ იყო, მაინც ჩართული იყო და მივდიოდით რომ გვეთქვა მისთვის, რაც თეატრში ხდებოდა“.

თოჯინების თეატრის დირექტორი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. იხსენებდა, რომ ბავშვობაში თოჯინები არ ჰქონდა: „ომის დროს ვარ დაბადებული, მამა ომში დამეკარგა. სათამაშოები არ მქონდა. სათამაშო კი არა ტანსაცმელსაც მასწავლებელი მყიდულობდა, წიგნსაც, რვეულსაც. იმიტომ, რომ დედა იყო მარტო და შვიდი შვილი ვყავდით“, - იხსენებდა სისაური რედაქციასთან.

ბავშობის დანაკლისი მთელი ცხოვრების განმავლობაში შექმნილი როლებითა და მეგობარი თოჯინებით შეივსო. მთელი ცხოვრებაც მათ მიუძღვნა.

„თოჯინები ძალიან უყვარდა და თვითონაც მსახიობი იყო. საყვარელი თოჯინები ოთახშიც ჰყავდა. თოჯინებით სუნთქავდა, იძინებდა და იღვიძებდა, ასე მგონია. არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი იყო. ყველა თვისება დადებითი ჰქონდა. ალბათ, ასეთი ხელმაძღვანელი შემდეგში აღარ ეყოლება თეატრს. მისგან არასდროს მოდიოდა სიტყვები ხელმძღვანელის პოზიციიდან“, - იხსენებს თეატრის ბუღალტერ-სპეციალისტი მარიამ ლომსაძე.

სისაურს ოჯახი არ შეუქმნია, თუმცა სახლში მარტო ყოფნა არ უწევდა. თეატრში ჩამოსულ სტუმრებს მისი საკუთარი სახლის ოთახებით სარგებლობა შეეძლოთ, მეგობრები კი მის მყუდრო სამზარეულოს ხუმრობით „კაფე სიხარულს“ ეძახდნენ.

„ძალიან ბევრი რამე დაგვაკლდება და პირველ რიგში მისი სითბო და უბრალოება. ასევე სიყვარული იმ თეატრის, რომელიც თავად, თავისი ხელით შექმნა. მე თითქმის ახალი თანამშრომელი ვარ, მასთან ერთად ხუთი წელი ვმუშაობდი და ასეთი ხელმძღვანელი არ შემხვედრია. ის იყო მაგალითის მომცემი ზოგადად ცხოვრებაშიც და ურთიერთობაშიც“, - ამბობს ადმინისტაციის თანამშრომელი თეა გოგოლაძე.

რუსუდან სისაური 78 წლის ასაკში, ოსტეოპოროზით გარდაიცვალა.



[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ იქნება ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი
ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი გარდაიცვალა
როგორ ცოცხლდებიან თოჯინები  [Photo/Video]
თოჯინების თეატრში სეზონი ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნება
'ძნელია, გალინა ხვიჩიაზე წარსულში ისაუბრო' – ახალციხელები მსახიობს იხსენებენ
„ურჩხული და მზეთუნახავი“ – თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
„თოვლის დედოფალი“– თოჯინების თეატრში სეზონის ბოლო პრემიერა შედგა