FM97.5 / LIVE

როგორ ცოცხლდებიან თოჯინები [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.03.2018
რამდენიმე მცირე დეტალიც და ვახო ქორიძის ყვითელკაბიანი გოგონა ახალციხის თოჯინების თეატრის ფოიეში, სხვა ზღაპრის გმირების გვერდით, საპატიო ადგილს დაიკავებს.

როგორ ცოცხლდებიან თოჯინები  [Photo/Video]

ვახო ქორიძე ახალციხის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ერთადერთი მეთოჯინეა. უკვე 15 წელია სპექტაკლებისთვის თოჯინებს აწყობს. აღარც კი ახსოვს რამდენი ზღაპრის გმირი ჰყავს შექმნილი.

„ჩემთვის ეს პროფესიაც აღარ არის. ეს არის ცხოვრების სტილი, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი“, – ამბობს და სამუშაო ოთახის კარს გვიღებს: „ცოტა არეულობაა, ვმუშაობ, ღამეებს აქ ვათენებ თოჯინების შექმნაში“.

ბოლო რამდენიმე დღეა ამ ოთახიდან თითქმის არ გამოსულა. ახლახან დაამთავრა სპექტაკლისთვის „ურჩხული და მზეთუნახავი“ გმირების შექმნა. უკვე მზადაა მზეთუნახავი, ურჩხული, საათი და პატარა ჭიქა „ჩიპი“.

ამბობს, რომ როცა ბავშვებისთვის მუშაობს, განსაკუთრებით ფრთხილობს. ახლაც, არ უნდა, პატარა მაყურებელს ურჩხულის შეეშნდეს, ამიტომაც ეცადა სპექტაკლის მთავარი გმირი თბილი და საყვარელი ყოფილიყო.

როგორ ცოცხლდებიან თოჯინები  [Photo/Video] „ურჩხულს რქები მოვაშორეთ, პიჯაკზე პატარა ყვავილებიც დავუმაგრეთ, არც ტანსაცმელი აქვს ისეთი, რომ პატარებს შეეშინდეთ. ვფიქრობ, ძალიან ემოციური ურჩხული გვყავს“, – ამბობს და ღიმილით უსწორებს “ურჩხულს” აჩეჩილ თმას.

ხატვა და ძერწვა ბავშვობიდან უყვარდა. ჯერ კიდევ ბაგა–ბაღში დაიწყო პლასტელინისგან ცხოველებისა და ადამიანების ძერწვა. დაამთავრა სამხატვრო სკოლა და აკადემია. სწორედ აკადემიაში სწავლის დროს დაიწყო მუშაობა თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სახელმწიფო თეატრში და მისი ცხოვრებაც ამ დღიდან თეატრს დაუკავშირდა.

„ჩემი და მუშაობდა ჩანტლაძის თეატრში და იქ ჰქონდა გაკრული ჩემი ნახატები. დირექტორს ამირან მესხიშვილს მოეწონა და ასე, შემთხვევით მოვხვდი თეატრში. თანდაყოლილი პროფესიასავით არის ჩემთვის. თეატრს ერთი ჯადოსნური თვისება აქვს, ფეხი თუ შედგი, მერე ძნელია ამ ამ საქმეს მოსწყდე“.



წლების შემდეგ ახალციხეში ჩამოვიდა სპექტაკლის დასადგმელად და აქაური მაყურებლის თბილმა შეხვედრამ დარჩენა გადააწყვეტინა. დღემდე ახსოვს და განსაკუთრებით უფრთხილდება ახალციხელი მაყურებლისთვის შექმნილ პირველ, ნაჭრის თოჯინას, რომელსაც მეგობარა ჰქვია.
მეგობარას გაუმართლა. მისი თანამეგობრები, რომლებთან ერთადაც წლების წინ პატარა მაყურებელს ახარებდა, ცუდ პირობებში შენახვის გამო დაზიანდნენ და ჩამოწერეს.

ახლა თოჯინების ფორმაც და დამზადების მასალაც განსხვავებულია. თოჯინები რეზინისგან მზადდება, რის გამოც უფრო მოქნილი და გამძლეა.
„ჯერ უნდა გამოძერწვა, შემდეგ ყალიბის აღება, იმისთვის, რომ უფრო ნატიფი თითები ჰქონდეს. ასე აღარ ზიანდება და დასვრის შემდეგ ადვილად იწმინდება“.

როგორ ცოცხლდებიან თოჯინები  [Photo/Video] თოჯინების დამზადება რთული და შრომატევადი საქმეა, თუმცა სასიამოვნოც. მუშაობა მარტო, ხან კი მსახიობებთან ერთად უწევს.

„მეთოჯინეობა იშვიათი პროფესიაა, დეფიციტიც კი არის. ასე რომ ვთქვათ, არ არსებობს სასწავლებელი, სადაც მეთოჯინის ოსტატობას გასწავლია. არ არის ეს გავრცელებული ხელობა, რის გამოც რთულია მოძებნო ახალციხეში ადამიანი, რომელიც დაგეხმარება“.

გვიხსნის, რომ მეთოჯინემ რაც არ უნდა კარგი თოჯინა შექმნას, მისი „გაცოცხლება“ მაინც მსახიობის ოსტატობაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ კი ახალი თოჯინები თავად თეატრის მსახიობებს ჰგვანან. ამბობს, რომ უნებლიედ გამოდის ასე, ბოლოს შექმნილი „აფრიკელი გოგონაც“ რატომღაც თეატრის დირექტორს რუსუდან სისაურს დაემსგავსა.

ერთი სპექტაკლისთვის გმირების შესაქმენლად დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. ხშირად უწევს თოჯინებისთვის ფერის, ფორმის და სამოსის შეცვლა. სპექტაკლებს არასდროს ესწრება, რადგან ისე ნერვიულობს, რომ ურჩევნია კულისებში დაელოდოს წარმოდგენის დასრულებას და მაყურებლის ემოციასაც იქიდან დააკვირდეს.



„თოჯინების თეატრს აქვს უფრო მეტი დატვირთვა და ფუნქცია, ვიდრე ამას აღიქვამს მაყურებელი და საზოგადოება. ეს არ არის მარტო გასართობი, ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი იღებს დიდ ინფორმაციას მეგობრობაზე, ურთიერთდახმარებაზე. აქ ხშირად არის ხელოვნური კონფლიქტები, საიდანაც გამოსავალს თოჯინების დახმარებით ვაჩვენებთ“.

ამიტომაც, თოჯინების ავტორი სპექტაკლების ნახვას ბავშვებთან ერთად მშობლებსაც ურჩევს, - “აქედან გასულ ბავშვს აქვს უამრავი კითხვა. შეიძლება მშობელმა არასწორი პასუხი გასცეს, იმიტომ, რომ არ იცის რა ნახა მისმა შვილმა“.

21 მარტს მეთოჯინეების საერთაშორისო დღეა. ამ დღის დაწესება თოჯინების თეატრის გამოჩენილი ირანელი მოღვაწის, ჯივადა ზოლფაგარიხოს სახელს უკავშირდება. ვახოს და მისი კოლეგების პროფესიული დღე 2003 წლის 21 მარტიდან აღინიშნება.


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე
ვიდეო: ოთარ აწყურელი, გიორგი ლონდარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ურჩხული და მზეთუნახავი“ – თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
რას ნახავთ კვირას თოჯინების თეატრში
თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება
ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება
ვინ იქნება ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი
როგორ ემზადება ახალციხის თოჯინების თეატრი საახალწლოდ
‘თოჯინებზე შეყვარებული ქალი’ - როგორ იხსენებენ რუსუდან სისაურს თეატრში [ვიდეო]