FM97.5 / LIVE

თოჯინების თეატრში სეზონი ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.09.2017
ახალციხეში, ქალაქის ცენტრში, თოჯინების თეატრი სექტემბრის ნაცვლად ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება. მიზეზი სცენის მოსაწყობად სამჯერ ჩაშლილი ტენდერია.

თოჯინების თეატრში სეზონი ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნება
თოჯინების თეატრის ადმინიტრაცია „ახალციხის ციხიდან“ ძველ ადგილზე დასაბრუნებლად ემზადება. ინვენტარის ნაწილი ქალაქის ცენტრში, პაატა ნათენაძის ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში, უკვე გადატანილია, თუმცა სეზონის განხსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. თეატრის დირექტორის რუსუდან სისაურის განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ სცენის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩაიშალა.

„როგორც იქნა გამოვლინდა ტენედრში გამარჯვებული კომპანია, რომელიც 94 000 ლარად სცენას მოაწყობს, გააკეთებს კულისებს და ფარდებს.

გარდა ამისა „რაბათში“ სცენის მონტაჟს განახორცელებს და ახალ შენობაში ააწყობს“, – ამბობს ახალციხის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი რუსუდან სისაური.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობის მოწყობას ოქტომბრამდე ვერ ასწრებენ, თუ მოთხოვნა იქნება, პექტაკლებს სკოლებსა და ბაღებში მაინც გამართავენ.

„თუ გამოჩნდება მსურველი ჩვენ შეგვიძლია გასვლითი სპექტაკლები გავმართოთ“, – ამბობს რუსუდან სისაური.

გარდა აღნიშნულისა, თეატრის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ რეაბილიტირებულ და გაფართოებულ შენობაში ის პერსონალი, რომელიც ამჟამად ჰყავთ, საკმარისი აღარ იქნება. ამიტომ თანამშრომლების დამატების მიზნით რუსუდან სისაურმა კულტურის სამინისტროს მისწერა.

„ამხელა შენობას ერთი დამლაგებელი არ ეყოფა. არ გვყავს კონტროლიორი, სცენის მუშები და ა.შ. ახლა 20 თანამშრომელი ვართ და კიდევ 10–ის დამატებაა საჭირო. ჩვენ მივწერეთ სამინისტროს და რას გადაწყვეტენ არ ვიცით“, – განმარტავს რუსუდან სისაური.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს თოჯინების თეატრი რეაბილიტირებულ "ახალციხის ციხეში" გადავიდა. ციხის ტერიტორაზე გადასვლიდან მალევე არასაკმარისი ფართის გამო თეატრის ხელმძღვანელობა უკან ქალაქში დაბრუნებას ითხოვდა.

[თნათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თოჯინების  თეატრი ქალაქის ცენტრში შემოდგომით დაბრუნდება
თოჯინების თეატრის შენობის რემონტი დასრულდა, დარჩენლია სცენის მოწყობა
თოჯინების თეატრის რემონტი მაისში დასრულდება
თოჯინების თეატრი ძველ ადგილს  უბრუნდება
შესაძლოა თოჯინების თეატრი ძველ ადგილს დაუბრუნდეს
ვინ იქნება ახალციხის თოჯინების თეატრის დირექტორი
ახალციხის თოჯინების თეატრი ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ელოდება