FM97.5 / LIVE

ბორჯომის ნახანძრალ ტყეში შემოდგომით 400 000 ნერგს დარგავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2018
ბორჯომში ნახანძრალი ტყის აღდგენა სექტემბრიდან დაიწყება. გადამწვარი 943 ჰექტრიდან პირველ ეტაპზე, 2018–2019 წლებში 250 ჰექტრის აღდგენა იგეგმება.

ბორჯომის ნახანძრალ ტყეში შემოდგომით 400 000 ნერგს დარგავენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. 144 ჰექტარზე 400 000-მდე ნერგი დაირგვება.

ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის შემქმნელი სახეობის ნერგების გამოყვანა ეროვნული სატყეო სააგენტოს სანერგეებში ხდება, რომლებიც იმავე ზონაშია მოწყობილი. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც მოხდება.

ნახანძრალ ტერიტორიაზე მდგომარეობის შემსწავლელმა კომისიამ გასული წლიდან იმუშავა. განხორციელდა კომპლექსური შესწავლები, მათ შორის გეოლოგიური, ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს დაკვეთით, შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის „ანასეულის“ საგამოცდო ლაბორატორიამ ჩაატარა. შედეგებზე დაყრდნობით და ადგილზე განხორციელებული საველე მონიტორინგის საფუძველზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა, ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა სპეციფიურ, რთულ და ხანგრძლივვადიან პროცესს წარმოადგენს, ტერიტორიაზე სამუშაოები მხოლოდ პროექტის მიხედვით და მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება. წინა წლების პრაქტიკის მსგავსად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

[sknewes.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო
ბორჯომის ნახანძრალ ტყეში 80 ათასამდე ნერგი დაირგო
ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება
ბორჯომში ხანძრით დაზიანებულ ტყეში 73 000 ნერგს დარგავენ
ბორჯომში 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო
სატყეო სააგენტო: ‘ბორჯომის ტყის აღდგენა ხვალიდან იწყება’
ბორჯომში ნახანძრალ ადგილებზე დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა