FM97.5 / LIVE

გარემოსდაცვითი პატრულირებისთვის ახალციხეში თანამშრომლებს შეარჩევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.10.2019
სამცხე-ჯავახეთში, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებაში ვაკანსიები გამოცხადდა. თავისუფალი სულ ოთხი ადგილია.

გარემოსდაცვითი პატრულირებისთვის ახალციხეში თანამშრომლებს შეარჩევენ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის პოსტზე - ერთი, ხოლო მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ ადგილზე სამი ვაკანსია გამოცხადდა.

კანდიდატის ფუნქციებში შევა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას სამართალდარღვევების თავიდან აცილება. ასევე მათი გამოვლენა და აღკვეთა.

უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა;

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას კანონიერებასთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, დათვალიერება/შესწავლის განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში.

პატრულირების განხორციელება განსაზღვრული სამოძრაო მიმართულებების შესაბამისად;

პატრულირების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ხელმძღვანელის მიერ შედგენილი ყოველდღიური 24-საათიანი გრაფიკის მიხედვით;

თანამშრომლების შერჩევა სამ ეტაპს მოიცავს: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.

სავალდებულოა პირს ავტომანქანის მართვის მოწმობა ჰქონდეს. მან ასევე უნდა გადალახოს ფიზიკური ნორმატივების მინიმალური ზღვარი.

გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სამმართველოში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შეიქმნა - „მასში 25 თანამშრომელი უნდა იყოს, ეს პოზიციები დარჩენილი ვაკანტური თანამდებობებია“, - განმარტავენ დეპარტამენტში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა
რეორგანიზაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში
ბორჯომსა და ადიგენში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომსა და ახალციხეში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს
ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და ფიცარი აღმოაჩინეს
ჭობისხევსა და დაბაძველში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამ თვეში უკანონო ჭრების 2250 ფაქტი გამოავლინა