FM97.5 / LIVE

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ტექნიკისა და აღჭურვილობის პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და ორი ბაგი შეემატა. მანქანები რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი დაესწრნენ.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები გაძლიერდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, ფაქტობრივად, გასამმაგდა. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებს ყველა ის ტექნიკური საშუალება აქვთ, რაც მოვალეობის სათანადოდ შესასრულებლად სჭირდებათ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ახალი „ფორდ რეინჯერები“ აღჭურვილია რეგისტრატორებითა და „ჯიპიეს“ მოწყობილობებით, არის მაღალი გამავლობის, რაც რთულად მისასვლელ ადგილებში პატრულირების საშუალებას იძლევა. პრაქტიკულად მიუვალ ადგილებში პატრულირებისთვის კი, დეპარტამენტის თანამშრომლები ბაგებს გამოიყენებენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის ეკიპაჟების სრული აღჭურვილობაც, მათ შორის, სამხრე კამერები, დარტყმაგამძლე პადები, საველე პირობებში სამუშაო ლეპტოპები, ხელის კომპიუტერები - ე.წ. დივაისები და ღამის ხედვის ბინოკლები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილის განმარტებით, ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შემდეგ, დეპარტამენტი ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, რაც საშუალებას იძლევა, თითოეულ შეტყობინებაზე დროული და ეფექტიანი რეაგირება მოხდეს.

ახალი ტექნიკის პრეზენტაციამდე, ლევან დავითაშვილი გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამრღვევების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს.

„სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტები ხდება. ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამისი სამსახურები რეაგირებენ. დამნაშავეები პასუხს აგებენ კანონის ფარგლებში. ჩვენს ქვეყანაში, კანონდამცველებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ხელის აღმართვა ვერავინ უნდა შეძლოს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

2018 წლიდან დღემდე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამართალდამრღვევებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 13 თანამშრომელს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაზარალებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარემოსდაცვითი პატრულირებისთვის ახალციხეში თანამშრომლებს შეარჩევენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიები დაასუფთავეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ კონტროლს ამკაცრებს
სამ თვეში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 2 609 ფაქტი გამოვლინდა
გასულ თვეში ქვეყნის მასშტაბით 21 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში ბოლო ათი დღის უკანონო ნადირობის 15 ფაქტი გამოვლინდა