FM97.5 / LIVE

ბორჯომსა და ადიგენში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 17.09.2015
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის რამდენიმე ფაქტი და უკანონოდ მოქმედი სახერხი–საამქრო აღმოაჩინეს.

ბორჯომსა და ადიგენში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისიში, ტყისბუდეში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი გამოავლინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტში კი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირეის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, მოქალაქის ავტომობილის ძარზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წიფელის სახეობის 6 კუბური მეტრი ხე-ტყე.

უკნანოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა გამართული. ადგილზე ასევე აღმოჩენილი იქნა პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ განხორციელდა აღნიშნული სახერხი დანადგარის დემონტაჟი.

ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ენთელში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით სატვირთო ავტომანქანა გააჩერეს. დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების ძარაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ნაძვის სახეობის სხვადასხვა ზომაზე დაჭრილი ხე-ტყე. აღნიშნული ავტომანქანა დალუქული და გადაყვანილი იქნა საფინანსო სააგენტოში.

ოთხივე სამართალდარღვევის ფაქტზე შესაბამისი აქტებია შედგენილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ადიგენში უკანონო სახერხი და მრგვალი მორი აღმოაჩინეს
ჭობისხევსა და დაბაძველში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს
ბორჯომში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო და ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომსა და ადიგენში უკანონოდ მოქმედი სახერხი და მრგვალი მორი აღმოაჩინეს
მზეთამზეში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები გამოავლინეს
აწყურსა და საკირეში უკანონოდ მოჭრილი მრგვალი მორი და სახერხი აღმოაჩინეს
სამცხე–ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოიღეს და უკანონო სახერხი დახურეს