FM97.5 / LIVE

ბორჯომში კედლის ჩამონგრევისას დაშავებულ გოგოს ოპერაცია გაუკეთეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 09.10.2019
ბორჯომში, მოსწავლე–ახალგარზდობის სახლში, კედლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ 22 წლის გოგოს ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთეს. მას კლინიკიდან დღეს, ცხრა ოქტომბერს გაწერენ.

ბორჯომში კედლის ჩამონგრევისას დაშავებულ გოგოს ოპერაცია გაუკეთეს

ჩამონგრეულ კედელში მოყოლილი 22 წლის გოგო თბილისში რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. როგორც დაშავებული გოგოს დედა, გვეუბნება მის შვილს მე–12 მალა ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა.

„ერთი ოპერაცია გაუკეთეს, სიცხეებიც ჰქონდა. ახლა ნორმალურადაა, გავლაც შეძლო“, – ამბობს დაშავებული გოგოს დედა.

მისივე თქმით, ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის მის შვილს მკურნალობა დასჭირდება, რისთვისაც აპირებს მერიას მიმართოს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ დაშავებულს ფინანსურად დაეხმარებიან.

„საჭიროების მიხედვით, რაც დასჭირდებათ ჩვენ დავუფინანსებთ, როგორც მედიკამენტოზურ ასევე სტაციონარულ მომსახურებას“, – გვითხრეს მერიაში.

ბორჯომის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლში, კედლის ჩამონგრევისას, დარაჯი და ერთ–ერთი თანამშრომლის შვილი დაშავდა. 70 წლამდე კაცს ფეხი მოსტყდა, 22 წლის გოგოს კი ხერხემალი დაუზიანდა.

შემთხვევა ორ ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში, კედლის  ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ კაცს მერიამ მკურნალობა დაუფინანსა
ბორჯომში, კედლის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა
ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბორჯომში შენობას, სადაც კედლის ჩამონგრევისას 2 ადამიანი დაშავდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
‘კრიტიკული მდგომარეობაა’-ასპინძაში დაშავებულ ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა
სოფელ ხეოთთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაცია გაუკეთეს