FM97.5 / LIVE

სოფელ ხეოთთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაცია გაუკეთეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 23.04.2018
ახალციხეში, სოფელ ხეოთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავებულ 42 წლის კაცს, ქვედა კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სოფელ ხეოთთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაცია გაუკეთეს

42 წლის მამაკაცი მკურნალობას ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადის.

"ქვედა კიდურზე წვივის მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა. მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ტრამვა სერიოზული იყო და მალე ვერ გავწერთ", – აცხადებენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ხეოთთან ავტოსაგზაო შემთხვევა 20 აპრილს 02:00 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი, სოფელ ხეოთიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოსახვევში ამოტრიალდა. მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, მძღოლის გვერდით მჯდომი 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მძღოლმა ქვედა კიდურზე მრავლობითი დაზიანებები მიიღო, უკან მჯდომი 16 წლამდე ბიჭი კი უვნებელი გადარჩა.

შსს–მ მომხდარზე ძიება, სსკ–ს 276–ე მუხლის, პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ხეოთთან ავარიას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 20 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა
ახალციხეში  ავარიისას  დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ავარიის შედეგად დაშავებულს საოპერაციოდ ამზადებენ
ადიგენში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ასპინძაში ავარიისას დაშავებული კაცი თბილისში გადაიყვანეს