FM97.5 / LIVE

განათლების სამინისტროს აუდიტის რეაგირება წითელ ყელსახვევებზე

მთავარისიახლე, განათლება 26.09.2019
მასწავლებლებისათვის საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური რესურსცენტრებს სთხოვს - ასეთია რეაგირება, რომელიც ახალციხის მეხუთე და მესამე საჯარო სკოლებში, პირველკლასელებისთვის წითელი ყელსახვევების გაკეთების ფაქტს მოჰყვა.

განათლების სამინისტროს აუდიტის რეაგირება წითელ ყელსახვევებზე

ახალციხის მეხუთე და მესამე საჯარო სკოლებში პირველკლასელებისთვის წითელი ყელსახვევების ფაქტზე მოკვლევა დასრულდა, თუმცა დასკვნა არ შედგენილა. ამის შესახებ, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტიდან, „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, ერთადერთი რეაგირება, რაც ამ ფაქტს მოჰყვა, ის არის, რომ რესურსცენტრებს ეთხოვათ, საბჭოთა სიმბოლიკების შესახებ სკოლებში მასწავლებლებს ინფორმაცია მიაწოდონ.

„შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს - საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ეთხოვათ, მათდამი დაქვემდებარებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (მათ შორის, სსიპ - ქალაქ ახალციხის N3 და N5 საჯარო სკოლების) ინფორმირება, რათა არ დაუშვან და აღმოფხვრან კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენება და გაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებები“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.

ახალციხის მეხუთე და მესამე საჯარო სკოლებში, ოთხი თვის წინ, „ანბანის გაცილების“ ღონისძიებაზე, პირველკლასელებს წითელი ყელსახვევებით მიაღებინეს მონაწილეობა, რამაც საზოგადოებას საბჭოთა პიონერები გაახსენა. სკოლების მიერ საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენებაზე საუბრობდნენ იურისტებიც.

ორივე სკოლაში მოკვლევა განათლების აუდიტის სამსახურმა დაიწყო. თუმცა, ახალციხე ერთადერთი არ ყოფილა, სადაც წითელი ყელსახვევებით პირველკლასელებმა ღონისძიება გამართეს. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა გურიის ერთ–ერთ სკოლაშიც. მაშინ სამინისტრომ ყველა სკოლას მოუწოდა, მსგავსი ფაქტისაგან თავი შეეკავებინათ, თუმცა 16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს, ბიჭებს ლურჯი, ხოლო გოგონებს წითელი ყელსახვევები დაახვედრა დამრიგებელმა და ღონისძიებაზეც ასე გამოიყვანა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის
'წითელი ყელსახვევების საქმე' - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო
‘ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს’ – განათლების სამინისტრო  წითელ ყელსახვევებზე
სამინისტრო წითელი ყელსახვევების საკითხს ახალციხის კიდევ ერთ სკოლაში შეისწავლის
პირველკლასელების ზეიმი წითელი ყელსახვევებით
აუდიტი აბასთუმნის სკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტს სწავლობს
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]