FM97.5 / LIVE

წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

მთავარისიახლე, განათლება 17.09.2019
განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა, ახალციხის მეხუთე და მესამე საჯარო სკოლებში წითელი ყელსახვევების საქმეზე მოკვლევა დაასრულა, თუმცა არც დასკვნები და არც რეაგირების შესახებ ინფორმაცია სკოლებისთვის არ უცნობებია.

წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნას, რომელიც ახალციხის ორ სკოლას ეხება, ვერ გაასაჯაროებენ და შეგვიძლია წერილობით გამოვითხოვოთ.

დასკვნის მიხედვით, პედაგოგების ან სკოლის დირექციის მიმართ რა სახის რეაგირება მოხდება, ამაზე უწყებაში არ საუბრობენ.

მესამე და მეხუთე სკოლის დირექტორები კი ამბობენ, რომ არც დასკვნა მიუღიათ და არც რაიმე სახის შეტყობინება.

„როდესაც იკვლევდნენ, მე თვითონაც მომიწია ჩასვლა სამინისტროში გამოკითხვაზე და მორჩა, მას შემდეგ შეტყობინება არ მოსულა. რა ხდება, არ ვიცი“, – გვითხრა ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა სუსანა აკოპოვმა.

ახალციხის მეხუთე და მესამე საჯარო სკოლებში, ოთხი თვის წინ, „ანბანის გაცილების“ ღონისძიებაზე, პირველკლასელებს წითელი ყელსახვევებით მიაღებინეს მონაწილეობა, რამაც საზოგადოებას საბჭოთა პიონერები გაახსენა. სკოლების მიერ საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენებაზე საუბრობდნენ იურისტებიც.

ორივე სკოლაში მოკვლევა განათლების აუდიტის სამსახურმა დაიწყო. თუმცა, ახალციხე ერთადერთი არ ყოფილა, სადაც წითელი ყელსახვევებით პირველკლასელებმა ღონისძიება გამართეს. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა გურიის ერთ–ერთ სკოლაშიც. მაშინ სამინისტრომ ყველა სკოლას მოუწოდა, მსგავსი ფაქტისაგან თავი შეეკავებინათ, თუმცა გუშინ, 16 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს, ბიჭებს ლურჯი, ხოლო გოგონებს წითელი ყელსახვევები დაახვედრა დამრიგებელმა და ღონისძიებაზეც ასე გამოიყვანა.

ამავე თემაზე ნახეთ:

‘ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს’ – განათლების სამინისტრო წითელ ყელსახვევებზე

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განათლების სამინისტროს აუდიტის რეაგირება წითელ ყელსახვევებზე
‘ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს’ – განათლების სამინისტრო  წითელ ყელსახვევებზე
'წითელი ყელსახვევების საქმე' - განათლების სამინისტრომ მესამე სკოლაში მოკვლევა დაიწყო
სამინისტრო წითელი ყელსახვევების საკითხს ახალციხის კიდევ ერთ სკოლაში შეისწავლის
პირველკლასელების ზეიმი წითელი ყელსახვევებით
ახალციხის მესამე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა