FM97.5 / LIVE

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ფოტოამბავი 30.06.2018
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ‘ახალციხის ციხეზე’ ფერმერებისა და კოოპერატივების მიერ გამოფენილი პროდუქტები დაათვალიერა.

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

მინისტრის მოადგილემ, რეგიონის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ქალაქის პირველ პირებთან ერთად, „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე ფერმერებისა და სასოფლო კოოპერატივების მიერ წარმოდგენილი პროდუქტი დაათვალიერა და დააგემოვნა.

„ძალიან კარგია, რომ სწორედ „ახალციხელობას“ დაემთხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გამოფენა. ეს კოოპერატორებისთვის წამახალისებელია. ასე მათ მეტი შანსი ეძლევათ თავიანთი პროდუქციის რეალიზებისთვის. სამინისტრო მზადაა, რომ რეგიონს სოფლის–მეურნეობის განვითარებაში დაეხმაროს“ – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.

„ახალციხის ციხეზე“ მესხური ყველის სხვადასხვა სახეობა, მაწონი, თაფლი, ღვინო კენკრა და სხვა პროდუქტები 42 ფერმერსა და კოოპერატივს აქვს წარმოდგენილი.

„ჩვენ ახალაქლაქიდან ჩამოვედით და ახალი ჯიშის მარწყვი წამოვიღეთ. ჯერ საცდელად გვაქვს დარგული და კარგი შედეგიც მივირეთ. იმედი გვაქვს, რომ მოწონებას დაიმსახურებს“, – გვითხრა სოფელ პტენიდან ჩამოსულმა ფერმერმა ნატი მაღვაშიძემ.
ციხეზე წარმოდგენილია, ახალციხეში კამეჩების ფერმიდან სხვადსხვა პროდუქტიც.

„30 კამეჩი მყავს. მათი რძის ნაწარმი ძალიან გემრიელია, ამიტომ ძვირადღირებულია და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. პროდუქტს თბილისის სუპერმარკეტებში ვყიდით“, – ამბობს კამეჩების ფერმის მესაკუთრე მამაუკა ნასიძე.

„ახალციხის ციხეზე“ სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა და დეგუსტაცია სახელწოდებით „თიბათვე“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით იმართება. დღესვე დაჯილდოვდებიან ყველაზე წარმატებული კოოპერატივები და ფერმერები.

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში წარმატებული ფერმერები და  კოოპერატივები  გამოავლინეს
ახალციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმყოფება
სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს [R]
ოთარ დანელიამ კატერინა მატერნოვასთან ერთად ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივები დაათვალიერა [R]
კოოპერატივს „მთის გემო“ ახალი აღჭურვილობა გადასცეს
სამცხე-ჯავახეთში ექვს კოოპერატივს სათიბ–საძოვრები და ტექნიკა გადასცეს
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]