FM97.5 / LIVE

რამდენი პირველკურსელი ჩაირიცხა სამცხე–ჯავახთის უნივერსიტეტში

მთავარისიახლე, განათლება 04.09.2019
აბიტურიენტთა საკონკურსო ქულებით, რანჟირებული სიის საფუძველზე სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ (საბაკალავრო) პროგრამებზე 239 აბიტურიენტია ჩარიცხული, მათგან 15 ახალქალქში.

რამდენი პირველკურსელი ჩაირიცხა სამცხე–ჯავახთის უნივერსიტეტში

2019-2020 სასწავლო წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სწავლის უფლება 239 აბიტურიენტს მიანიჭა. მათგან ყველაზე მეტი -91, იურიდიულ ფაკულტეტზეა ჩარიცხული.

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა სპეცილობაზე 75 პირველკურსელი ჩაირიცხა.
ინჟინერიის, აგრაგული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჯამში 42 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას.
ყველაზე ცოტა, 31 აბიტურიენტი კი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზეა ჩარიცხული.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულთაგან 50%–იანი გრანტი ოთხს აქვს. ოთხივე ახალციხეშია ჩარიცხული, ორი ქართულ ფილოლოგიასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, ხოლო ორი საჯარო მმართველობაზე.

ახალციხის კორპუსი:

საჯარო მმართველობა - 67 აბიტურიენტი;

სამართალი - 18 აბიტურიენტი;

დაწყებითი განათლების მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა -31 აბიტურიენტი;

ქართული ფილოლოგია -13 აბიტურიენტი;

ისტორია - 13 აბიტურიენტი;

ინგლისურ ფილოლოგია -15 აბიტურიენტი;

ბიზნესის ადმინისტრირება - 3 აბიტურიენტი;

ეკონომიკა -23 აბიტურიენტი;

ინფორმაციულ ტექნოლობგიებზე ჩაირიცხული - 20 აბიტურიენტი;

მათემატიკა - 3 აბიტურიენტი;

ეკოლოგია- 13 აბიტურიენტი;

აგრონომია- 5 აბიტურიენტი.

ახალქალაქის კორპუსი:

საჯარო მმართველობა - 6 აბიტურიენტი;

ისტორია - 2 აბიტურიენტი;

ქართული ფილოლოგია - 1 აბიტურიენტი;

ეკონომიკა - 5 აბიტურიენტი;

აგრონომია - 1 აბიტურიენტი.

უნივერსიტეტში ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა უნივერისტეტში რეგისტრაცია 2019 წლის 25 სექტემბრამდე უნდა გაიარონ. რეგისტრაციისათვის კი რამდენიმე დოკუმენტია საჭირო. ესენია:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის ასლი;

3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;

4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(მხოლოდ ვაჟებისთვის);

5. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD).

რეგისტრაცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსიში (ახალციხე, რუსთაველის ქუჩა 113), 303 ოთახში მიმდინარეობს.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 371 აბიტურიენტი ჩაირიცხა
ეროვნული გამოცდებისთვის  41.500 - ზე მეტი აბიტურიენტი ემზადება
წელს 28053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები უნივერსიტეტში
ზოგადი უნარების გამოცდაში 6 000–მდე აბიტურიენტი ჩაიჭრა
გეოგრაფიის გამოცდაზე 11 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ზოგადი უნარების გამოცდაზე 6 აბიტურიენტი არ გამოცხადდა