FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 12.09.2016
დღეს, 12 სექტემბერს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 26–ე აკადემიური წელი დაიწყო. რექტორმა და პროფესორებმა სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო

2016–2017 სასწავლო წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ახალციხისა და ახალქალაქის კორპუსებში, მსურველები ოთხ მიმართულებაზე: პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე მიიღო. მთლიანობაში, უნივერსიტეტში სწავლას 440 პირველკურსელი დაიწყებს.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ გვაქვს 2 000 ადგილი კვოტა და მაღალ კურსებზეც დაახლოებით ამდენი სტუდენტი გვყავს, თითქმის უნივერსიტეტის მთლიანი კვოტა შევსებულია. ბაკალავრიატში, სტუდენტების დაახლოებით 70% უფასო პროგრამებზე ჩაირიცხა“,–განმარტავს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებაში, ნიკოლოზ ახალკაცი.

ახალ სასწავლო წელს ბაკალავრიატში უნივერსიტეტმა 268 სტუდენტი მიიღო. მათთვის ყველაზე პრიორიტეტული ის პროგრამები აღმოჩნდა, რომლებსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ეკონომიკის, ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის პროგრამებზე 164 სტუდენტი ჩაირიცხა. მათ სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს.

54 სტუდენტი მიიღო უნივერსიტეტმა მაგისტრატურაში, თუმცა სასწავლო პროცესის დაწყების პირველივე კვირას, ადმინისტრაცია მაგისტრატურის მიმართულებით მიღების გამოცხადებას კიდევ ერთხელ გეგმავს.

დოქტორანტურის საფეხურზე უნივერსტეტში სწავლას 12 მსურველი გააგრელებს. ისინი ხუთ პროგრამაზე – ქართული ლიტერატურის, ეთნოლოგიის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის მიმათულებებზე ისწავლიან.

გარდა ამისა, უნივერსიტეტმა 27 სტუდენტი ქართული ენის პროგრამაზე მიიღო, რომლებიც სომხურენოვანი მსმენელები არიან.

უნივერსიტეტში სწავლა დაიწყეს რეპატრირებული მესხების შთამომავლებმა. აზერბაიჯანის მოქალაქე 28 ახალგაზრდა, ახალციხეში იცხოვრებს და სპეციალური პროგრამით ისწავლის.

"დღეს ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტებში ხდება ინგლისურენოვანი ან სხვა ენოვანი პროგრამებით. ჩვენთან კი ეს ხდება ქართულენოვანი პროგრამით, ამიტომ არის უნიკალური. ეს იყო ჩემი პირადი შეთავაზება და მხარი დამიჭირა სამინისტრომ. მათ ცხოვრებას სპეციალური პროგრამები დააფინანსებს“,– ამბობს უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, ახალქალაქში, სულ 38 პირველკურსელი ისწავლის. მათგან 34 ქართული ენის პროგრამაზეა, სომხურენოვანი მსმენელებისათვის. ხოლო ბაკალავრიატში, ეკონომიკის მიმართულებით, ოთხი სტუდენტი ისწავლის.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 371 აბიტურიენტი ჩაირიცხა
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 300 სტუდენტი მიიღო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტმა სწავლა საზეიმო მიღების გარეშე დაიწყო
ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 1215 ადგილზე აცხადებს მიღებას
უნივერსიტეტს მხოლოდ 31 მაგისტრანტი ჰყავს