FM97.5 / LIVE

კიბოს ავადობის მაჩვენებელი ახალციხეში – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.07.2018
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალციხეში, ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებული კიბოს გამომწვევი მიზეზები და დამატებითი რისკ–ფაქტორები არ ფიქსირდება.

კიბოს ავადობის მაჩვენებელი ახალციხეში – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კიბოს მომატებულ ავადობაზე ეჭვის მიტანა ხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ლოკაციაზე, სამი ძირითადი მახასიათებელიდან ერთ-ერთი მაინც ვლინდება. ეს მახასიათებლებია:

► თუ ერთი ლოკალიზაციის ან მსგავსი ეტიოლოგიის მქონე ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე აღემატება მთელი ქვეყნის მცხოვრებლების საშუალო მაჩვენებელს;

► თუ აღინიშნება იშვიათი ლოკალიზაციის კიბოს სიხშირის მატება; (იშვიათი ლოკალიზაციის კიბო, რომელიც მოცემულ ადგილზე მცხოვრებლებში ფართოდ არ არის გავრცელებული და არ შედის ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციების ხუთეულში, ან ათეულში.)

► თუ მოცემული ლოკალიზაციის კიბოს სიხშირის მატებას, ადგილი აქვს უჩვეულო ასაკობრივ ჯგუფში.

ცენტრის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ სამი მახასიათებლიდან არცერთი გამოვლენილა: "გარდა ამისა, ავადობის მაჩვენებელი ახალციხეში არ არის 2-ჯერ მეტი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი. ამდენად, არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ახალციხეში, საქართველოს სხვა რეგიონებისგან განსხვავებული, ონკოლოგიური დაავადებების მაპროვოცირებელი დამატებითი რისკის ფაქტორები არსებობს".

კიბოს რეგისტრის სამწლიანი (2015–2017) მონაცემების მიხედვით, ახალციხე იმ მუნიციპალიტეტების რიცხვშია, სადაც კიბოს ავადობის მაჩვენებელი, ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე მეტია.

უფრო კონკრეტულად, ქვეყნის მასშტაბით, კიბოს საშუალო მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 241 ადამიანია, ახალციხის მუნიციპალიტეტში კი კიბოთი ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე - 344 ადამიანს შეადგენს.

კიბოს პოპულაციის რეგისტრის მიხედვით, ავადობა, მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალებში უფრო მეტია – "აღნიშნულის ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ საქართველოში ქალების მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებთან შედარებით მაღალია, რის შედეგადაც 65 წლის ასაკის ზემოთ ქალთა რიცხვი 1.6–ჯერ მეტია იმავე ასაკის მამაკაცთა რაოდენობაზე. კიბოთი ავადობის რისკი კი, ასაკის მატებასთან ერთად მატულობს", – განმარტავენ ეროვნულ ცენტრში.

ვინ შედის ავადობის რისკ–ჯგუფში


დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად კიბოს განვითარების რისკი იზრდება. ავადობის მაღალი რისკის ჯგუფში კი შედიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქცევითი რისკის ფაქტორების ზემოქმედებას განიცდიან.
ასეთებია:

თამბაქოს მოხმარება – მას მსოფლიოში, ყოველწლიურად, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 1.5 მილიონი შემთხვევა უკავშირდება;

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება - სიკვდილიანობის 351 000 შემთხვევით;

ჭარბი წონა, სიმსუქნე და დაბალი ფიზიკური აქტივობა – კიბოს სიკვდილიანობის 274 000 შემთხვევით;

სხვა მართვადი რისკის ფაქტორები:

- მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ხანგრძლივი დროის მანძილზე;

- გარემოს კანცეროგენებით ზემოქმედება;

- ზოგიერთი ინფექციური აგენტი – ადამიანის პაპილომა ვირუსი (იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს), ჰელიკობაქტერია (იწვევს გასტრიტებს, წყლულებს, ასევე დადგენილია დადებითი კორელაცია კუჭის კიბოსთან), ჰეპატიტი B და C–ს ვირუსები (იწვევენ ღვიძლის კიბოს) და სხვა.
პრევენციის გზები

დადასტურებულია, რომ ონკოლოგიურ სნეულებათა ერთი მესამედის თავიდან აცილება შესაძლებელია მავნე ჩვევების შეცვლის გზით.
პრევენციის ერთ–ერთი მიმართულებაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. იგი გულისხმობს თამბაქოს მოხმარების ელიმინაციას, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შეზღუდვას, ჯანსაღ კვებას, ფიზიკური აქტივობის გაზრდას, წონის კონტროლს.

კიბოს პროფილაქტიკის მეორე მიმართულებაა – დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე, სკრინინგის გზით.

საქართველოში, 2011 წლიდან, დანერგილია კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ტარდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული კიბოს სკრინინგი და პროსტატის კიბოს მართვა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივ პოპულაციაში, სკრინინგული კვლევები ტარდება უფასოდ.

კიბოს ლოკალიზაციის მიხედვით, მიზნობრივი პოპულაცია მოიცავს: ძუძუს კიბო – 40–70 წელი, საშვილოსნოს ყელის კიბო – 25–60 წელი, კოლორექტული კიბო – 50–70 წელი, პროსტატის კიბო – 50–70 წელი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვა ქვეყნის მონაცემებთან შედარებით საგანგაშო არ არის: "თითქმის ყველა ლოკალიზაციის კიბოს ინციდენტობა, როგორც ქალებში, ასევე კაცებში, ნაკლებია ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით და უახლოვდება დსთ-ს საშუალო მაჩვენებელს".



[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე კიბოთი ავადობის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო [R]
ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე
ახალციხეში ონკოლოგიურ დაავადებებზე უფასო გამოკვლევები ტარდება [R]
ახალციხეში ონკოლოგიური დაავადებების გამოკვლევა უფასოდაა შესაძლებელი [R]
ექიმი გვირჩევს: კიბოს სკრინინგი [Video]
ექიმი გვირჩევს: როგორ ვუმკურნალოთ ძუძუს კიბოს [ვიდეო]