FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში პაპილომა ვირუსზე აცრები იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.07.2019
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაპილომა ვირუსზე უფასო აცრები სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. მანამდე კი ის ექიმები გადამზადდნენ, რომლებიც აცრებს ჩაატარებენ.

სამცხე–ჯავახეთში პაპილომა ვირუსზე აცრები იწყება

"ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ექიმის ლია ზედგინიძის თქმით, უკვე გადამზადებულები არიან სოფლის ექიმები და კლინიკების ექიმები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ, აცრები კი სექტემბრიდან დაიწყება.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პაპილომა ვირუსზე აიცრებიან 10–11 წლის გოგონები: „ეს ვირუსი აზიანებს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანს, რომელიც კიბოს წინარე პერიოდია და სწორედ ამის პრევენციას ემსახურება აცრები“.

ლია ზედგინიძის თქმით, პაპილომა ვირუსის იმუნიზაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი დანერგილია და სამცხე–ჯავახეთში პირველად განხორციელდება.

პაპილომა ვირუსზე აცრები, სამცხე–ჯავახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც ჩატარდება. საშვილოსნოს ყელის კიბო მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

რა არის პაპილომა ვირუსი:

პაპილომა ვირუსი რეპროდუქციული ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა.

ადამიანმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ინფიცირებულია. დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა მხოლოდ შესაბამისი გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი. ვირუსი გადაეცემა ინფიცირებული გენიტალიების (სასქესო ორგანოების) კანთან, ლორწოვან გარსებთან და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შედეგად. პაპილომავირუსით ინფიცირების რისკფაქტორებია:

• სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა;
• პრეზერვატივის არგამოყენება სქესობრივი აქტის დროს.


პაციენტს შეიძლება არა ერთი, არამედ რამდენიმე ტიპის პაპილომა ვირუსი ჰქონდეს. ყველაზე ხშირად ამ დაავადებით ინფიცირება და გამოვლენა 18-დან 35 წლის ასაკში ხდება.

ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ აცრა რეკომენდებულია ისეთ ადრეულ ასაკში, როგორიცაა 8-9 წელი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პაპილომა ვირუსზე აცრები დაიწყო
ექიმი გვირჩევს: პაპილომა ვირუსი [ვიდეო]
ექიმი გვირჩევს: როგორ მიმდინარეობს პაპილომა ვირუსზე აცრები [აუდიო]
რატომ ეშინიათ პაპილომა ვირუსზე აცრის გაკეთების
ახალციხეში წითელას ვირუსზე აცრები გრძელდება
ექიმი გვირჩევს: საშვილოსნოს ყელის კიბო[Video]
კიბოს ავადობის მაჩვენებელი ახალციხეში – დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტება