FM97.5 / LIVE

ახალქალაქში სკოლა 165–მა პენსიონერმა მასწავლებელმა დატოვა

მთავარისიახლე, განათლება 21.08.2019
ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგთა რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდა. საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები სამსახურიდან წასვლის შემდეგ ორი წლის ხელფასს წინასწარ მიიღებენ.

ახალქალაქში სკოლა 165–მა პენსიონერმა მასწავლებელმა დატოვა

იმ პედაგოგთა რაოდენობის გასაგებად, რომლებმაც სკოლა დატოვეს, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დავუკავშირდით. მათგან ზუსტი ციფრი – მხოლოდ ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ტერეზა ჩივჩიანმა გვითხრა: „ჩვენთნ სულ 250 საპენსიო ასაკის პედაგოგია. ჯილდოს მიღების სურვილი 165–მა საპენსიო ასაკის მასწავლებელმა გამოთქვა“.

განათლების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით,სამსახურიდან წასული პენსიონერი მასწავლებლების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას, რამდენიმე დღეში გაავრცელებს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელმწიფო ჯილდოს მიღება 2019 წლის განმავლობაში, რამდენიმე შემთხვევაში შეუძლიათ:

1. თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი;
2. თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას;
3. თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი.

სახელმწიფო ჯილდოს გაცემა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან წასვლის მსურველი საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის ჯილდოს სახით რამდენიმე ათეული მილიონი ლარია გათვალისწინებული.

[ავთო ინასარიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პენსიონერი პედაგოგები სკოლიდან წასვლის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებენ
სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია
საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა
სამცხე–ჯავახეთში 236–მა პენსიონერმა მასწავლებელმა ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა
ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება
სამცხე–ჯავახეთში სკოლის დატოვების სურვილი 470–მდე პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა