FM97.5 / LIVE

პენსიონერი პედაგოგები სკოლიდან წასვლის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2019
კომპენსაციას ნაბაყოფლობით ის პედაგოგი მიიღებს, რომელსაც მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლებისა და შესაბამისად პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი არ აქვს. კომპენსაციად ორი წლის ჯამური ხელფასი განისაზღვრა.

პენსიონერი პედაგოგები სკოლიდან წასვლის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებენ

განათლების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერ პედაგოგებს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შეუნარჩუნდებათ.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს ორი წლის ჯამური ხელფასის მიღება რამდენიმე შემთხვევაში შეეძლება:

• თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
• თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ორი წლის ჯამური ხელფასის მიღების სურვილის შესახებ სამინისტროს უნდა აცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
• თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი -ორი წლის ჯამური ხელფასის მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს;
• სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა;
• საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ორჯერ ეძლევა შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაშიც კი მათ შეეძლებათ ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით და მიიღონ სახელმწიფო ჯილდო 2019 წლის შემოდგომაზე.

ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სკოლა 165–მა პენსიონერმა მასწავლებელმა დატოვა
სამცხე–ჯავახეთში სკოლის დატოვების სურვილი 470–მდე პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა
სამცხე–ჯავახეთში 236–მა პენსიონერმა მასწავლებელმა ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვა
საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა
ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი 6000-მდე პედაგოგმა გამოთქვა
მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება
როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი