FM97.5 / LIVE

'მოუწესრიგებელი და მიტოვებულია' - ექსპონატი 'კუკუშკა' ვიზიტორების გარეშე

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.08.2019
ბორჯომში, 1902 წელს გამოშვებული „კუკუშკის“ ერთი ნაწილი, რომელიც ამჟამად ისტორიული ექსპონატია და უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ყურადღებას საჭიროებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძეგლი მოუწესრიგებელია, რის გამოც, მის სანახავად ვიზიტორები აღარ მიდიან.

'მოუწესრიგებელი და მიტოვებულია' - ექსპონატი 'კუკუშკა' ვიზიტორების გარეშე

ბორჯომში, კვარცხლბეკზე მდგარი ორთქმავლის ნაწილი, იმ "კუკუშკას" ეკუთვნის, რომელიც 1902 წელს, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე სამოძრაოდ სპეციალურად ინგლისიდან ჩამოიყვანეს. იმ პერიოდში, მას ღია ტიპის ვაგონები ებმოდა, რომლებიც მხოლოდ მოაჯირით იყო შემოსაზღვრული.

ორთქმავლის ეს ისტორიული ნაწილი, ამჟამად მოუწესრიგებელია. ბორჯომში ამბობენ, უყუარდღებოდ დარჩენილი სამუზეუმო ექსპონატი ვიზიტორებს ვეღარ იზიდავს.

„გასულ წლებში, ძეგლის ირგვლივ ტურისტების ნაკადი არ წყდებოდა, ავტობუსებს აჩერებდნენ და მის სანახავად ჩამოდიოდნენ, ფოტოებს იღებდნენ. ახლა აქაურობა შემზარავი სანახავია. მოუწესრიგებელი და მიტოვებულია“, – ამბობს ბორჯომის მცხოვრები, ვალერი გრიგალაშვილი.

იმ ფაქტს, რომ სამუზეუმო ექსპონატი „კუკუშკა“ და მისი მიმდებარე ტერიტორია მოსაწესრიგებელია, ბორჯომის მერიაში არ უარყოფენ. მათი თქმით, პრობლემის მოგვარებას ზაფხულის სეზონის დაწყებამდე გეგმავდნენ: „ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, ძეგლთადაცვამ კი არ დაგვრთო ნება სამუშაოები პროექტის წარდგენის გარეშე დაგვეწყო. პროექტის მომზადებას კი დრო სჭირდება“.

მათივე მტკიცებით, პროექტს ძეგლთა დაცვის სააგენტოში აუცილებლად წარადგენენ, თუმცა ვინ და როდის მოამზადებს დოკუმენტს, ჯერ არ იციან: „წლის ბოლომდე იგეგმება პროექტის დაწერა და სამუშაოების დასრულებაც“.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - „კუკუშკას“ უძრავი ძეგლის სტატუსი, 2017 წლის 30 ივნისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით მიენიჭა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ძეგლის მოწესრიგებისთვის აუცილებელია დეტალური პროექტი, სადაც აღწერილი იქნება ყველა წვრილმანი, სად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს: „პროექტის წარდგენის შემდეგ, იმსჯელებს კომისია და გადაწყვეტს ამ პროექტით შეიძლება თუ არა ძეგლის აღდგენა ან შეკეთება, ეს პროცედურები აუცილებელია“.

ბორჯომ–ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი, ერთ–ერთი პირველი და ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში. ბორჯომის ხეობის სიმბოლო, ე.წ „კუკუშკა“ კი ამ სარკინიგზო ხაზზე, პირველი ორთქმავალია, რომელიც 1902 წელს ინგლისიდან ჩამოიტანეს. 1967 წლიდან კი, რკინიგზის ელექტროფიკაციის შემდეგ, უფუნქციოდ დარჩა და დღემდე ბორჯომის ხეობის სიმბოლოდ ითვლება.

ამავე თემაზე ნახეთ:

"კუკუშკა" – ბორჯომის ხეობის სიმბოლო

[რობი ზარიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ‘კუკუშკას’ ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ორთქმავალ ‘კუკუშკას’ ძეგლს  რეაბილიტაცია ჩაუტარდება
'კუკუშკა' ერთი თვე არ იმუშავებს
‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლო
ბორჯომ–ბაკურიანის "კუკუშკა" რელსებიდან გადავიდა [Photo]