FM97.5 / LIVE

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 14.08.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქ. ბორჯომში მდებარე ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - ეიფელის ხიდს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წაღვერ-ცემის მაკავშირებელი რკინიგზის ხიდი მდებარეობს მდინარე გუჯარულაზე, წაღვერიდან ცემისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზზე. ის მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს ალექსანდრ გუსტავ ეიფელს. მისი კონსტრუქცია 1902 წელს ჩამოიტანეს ბორჯომის ხეობაში და ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს. ხიდი მთლიანად რკინის კონსტრუქციაა, რომელზეც ერთი ლიანდაგის ხაზი გადის.

ე.წ. ეიფელის ხიდი, როგორც მას მოსახლეობა ეძახის, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. რკინიგზის ხაზი იწყება ბორჯომის რკინიგზის სადგურზე და სრულდება დაბა ბაკურიანში (სულ 37.2 კმ).

"ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო კომპლექსი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავისთავში ასახავს XX ს. დასაწყისში საქართველოში განვითარებულ ინდუსტრიულ პროცესებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი პირველი და ამავე დროს ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზია საქართველოში, და ერთ-ერთი პირველი საინჟინრო-ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს", – ნათქვამია სააგნეტოს განცხადებაში.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და ე.წ. ეიფელის ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბორჯომში ‘კუკუშკას’ ძეგლს რეაბილიტაცია უტარდება
'მოუწესრიგებელი და მიტოვებულია' - ექსპონატი 'კუკუშკა' ვიზიტორების გარეშე
‘კუკუშკა’ – ბორჯომის ხეობის სიმბოლო
ბორჯომ–ბაკურიანის "კუკუშკა" რელსებიდან გადავიდა [Photo]
'კუკუშკა' ერთი თვე არ იმუშავებს
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პირველი სტუდენტები [R]