FM97.5 / LIVE

ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

მთავარისიახლე, განათლება 16.08.2019
სოფიო ტაბატაძე, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტზე, დიპლომატიას ისწავლის. იგი წელიწადნახევრიან სასწავლო კურსს, ლიეტუვის რესპუბლიკის დაფინანსებით გაივლის. ამავდროულად კი, ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება.

ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის ფარგლებში, მის მიერ არჩეულ სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად მიიწვიეს.

მას მაგისტრატურაზე სწავლა სრულად უფინანსდება. წელიწადნახევრის განმავლობაში, სამ სემესტრიანი სწავლების საფასურს, 4 350 ევროს ლიეტუვის მთავრობა გადაუხდის. ამავდროულად, ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიის სახით 380 ევროს.

სოფიო პოლიტიკურ მეცინიერებათა ფაკულტეტზე დიპლომატიის სპეციალობაზე ისწავლის: „გადავწყვიტე შემეცვალა სპეციალობა, იმიტომ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, შეხვედრები მქონდა სამინისტროს წარმომადგენლებთან, კანცლერთან, თავად პრეზიდენტთან, ელჩებთან. ვაპირებ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება. მსურს, რომ ის რასაც შევისწავლი ამ დროის განმავლობაში, მოვახმარო ჩემს ქვეყანას“.

სანამ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებოდა, სოფიო იქამდე იყო დაინტერესებული ლიეტუვური კულტურითა და ენით. იგი „ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის“ წევრია: “ყველაფერი დაიწყო ოთხი წლის წინ, როდესაც ჩავირიცხე საბაკალავრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე. სწორედ ამ დროს გავიგე ლიეტუვური ენის ცენტრის შესახებ, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა. ამ ცენტრში სწავლა უფასოა“, - გვიყვება სოფიო ტაბატაძე.

„ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში“ გაწევრიანების შემდეგ, სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, რვაჯერ იყო ლიეტუვაში.

სასაუბრო ენა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის დროს დახვეწა: „ბანაკებში ლიეტუველებთან კონტაქტი გვქონდა, ვეცნობოდით მათ კულტურას, ვუსმენდით ლიეტუვურ მუსიკასა და ვუყურებდით ფილმებს, რაც დამეხმარა გააზრებულად მესწავალა ენა“.

ბანაკების გარდა, სოფიო ლიეტუვურ კონფერენციებშიც მონაწილეობდა: „ესტონეთში ვიყავი კონფერენციაზე, წარვადგინე XIX-XX საუკუნის ლიეტვური ლიტერატურული თარგმანები ქართულ ენაზე".

მისივე თქმით, სწორედ ამ ცენტრიდან შეიტყო, რომ ყოველწლიურად, ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო აქვეყნებს სამაგისტრო პროგრამებს, მათ შორის საქართველოს სტუდენტებისთვის.

„ცენტრის წყალობით გავიგე ამ პროგრამის შესახებ და მივიღე მონაწილეობა. ვინაიდან მქონდა ლიეტუვური ენის ცოდნის დამადასტურებელი C1 დონის სერტიფიკატი, ძალიან დიდი პრიორიტეტი მომანიჭა, ასევე ვიყავი ლიეტუვური ენისა დ კულტურის ცენტრის სტუდენტი, მქონდა ლიეტუვის განათლების სამინისტროსგან მადლობის წერილები და რამდენიმე დღის წინ, მომივიდა დადებითი პასუხიც“, - გვიყვება სოფიომ.

სოფიომ ახალციხეში N5 საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე გააგრძელა.

მაგისტრატურაზე ლიეტუვაში კიდევ ერთი ახალციხელი, თამთა პეტაშვილი საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, ბიზნეს (სამოქალაქო) სამართალს ისწავლის.

სოფიო და თამთა სწავლას ლიეტუვაში პირველი სექტემბრიდან დაიწყებენ.

ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
რომელ სპეციალობებზე აცხადებს სამაგისტრო მიღებას სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ქართული ენის და აგრონომიის პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა
ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები უნივერსიტეტში
რომელ ფაკულტეტებზე ისწავლით სახელმწიფოს დაფინანსებით სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა