FM97.5 / LIVE

‘ლოდებით გადახურული სივრცე’ – აღმოჩენა ზარზმაში [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2019
ადიგენში, ზარზმის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია–რეაბილიტაცია დროს, ტაძრის მახლობლად, ლოდებით გადახურული ნაგებობა აღმოაჩინეს. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები დროებით შეჩერდა.

‘ლოდებით გადახურული სივრცე’ – აღმოჩენა ზარზმაში [ფოტო]

„მომენტალურად გააჩერეს სამუშაოები, აღმოაჩინეს საყოფაცხოვრებო სივრცე, რომელიც ლოდებითაა გადახურული. არქეოლოგები ჩავლენ და შემდეგ გაარკვევენ რა არის", – აცხადებენ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ზარზმაში სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „არქიტესტი“ ასრულებს.

„ჯერ არ იციან, რა არის. არქეოლოგები ჩავლენ ამ დღეებში და გავარკვევთ“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

სამუშაოებისათვის 2 518 961 ლარი დაიხარჯება, რომლის 20% სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა, 80%-ს კი მსოფლიო ბანკი დააფინანსებს.

პროექტის მიხედვით, ზარზმის სამონასტრო კომპლექსის ისტორიულ ნაგებობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება; ასევე, მონასტრის მიმდებარედ, მოეწყობა ავტოსადგომი; გაკეთდება ტაძრიდან 150 მეტრში არსებული „თამარის წყარო“ და წყარომდე მისასვლელი საფეხმავლო გზა.

‘ლოდებით გადახურული სივრცე’ – აღმოჩენა ზარზმაში [ფოტო]

‘ლოდებით გადახურული სივრცე’ – აღმოჩენა ზარზმაში [ფოტო]

‘ლოდებით გადახურული სივრცე’ – აღმოჩენა ზარზმაში [ფოტო]

[მარიამ ბარძიმაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმაში აღმოჩენილ ნაგებობას არქეოლოგები შეისწავლიან
2 მილიონ ნახევარი ზარზმის მონასტრის რეაბილიტაციისა და ტურისტული ადგილების მოწყობისთვის
არქეოლოგები: ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა მარანი და მიწისქვეშა სათავსოა
ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა შუა საუკუნეების დარანია
გურკელში აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს არქეოლოგები შეისწავლიან
ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
ვარძიის მიმდებარედ მესხურ ვაზს დარგავენ