FM97.5 / LIVE

გიორგი ჟვანიას დაპირებები ”ოცნების” ახალქალაქელ აქტივისტებს

მთავარიპოლიტიკა 22.04.2013
აპრილის დასაწყისში თბილისში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტების მიერ მოწყობილი აქციის საპასუხოდ გიორგი ჟვანია მათ დაპირდა, რომ „ქართული ოცნების“ ოფისი ახალქალაქში დღე-დღეზე გაიხსნება.

გიორგი ჟვანიას დაპირებები ”ოცნების” ახალქალაქელ აქტივისტებს
თბილისში, 4 აპრილს გამართულ აქციაში, ახალქალაქელი და ნინოწმინდელი აქტივისტები, დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგის მოწყობის მთავარ მიზეზად მონაწილეები ჯავახეთში სეპარატიზმის არსებობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების უარყოფას ასახელებდნენ. თუმცა ამასთან ერთად, მკაცრად დაისვა საკითხი, რომ ახალქალაქში დღემდე ოფიციალურად არ არსებობს „ქართული ოცნების“ ოფისი და აქტივისტები, რომლებიც წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში ბლოკ „ქართული ოცნებისთვის“ იბრძოდნენ, დღემდე გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.

ხალხს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა უნდოდა. თუმცა, მათთან მხოლოდ საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მივიდა.

10 დღის შემდეგ, 15 აპრილს, ახალქალაქში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ახალქალაქში კოალიციის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჟვანია ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზანი აქტივისტების კითხვებზე პასუხის გაცემა იყო.

გიორგი ჟვანიასთან შეხვედრა „ქართული ოცნების“ ყოფილ შტაბში ჩატარდა. დეპუტატთან შესახვედრად „ოცნების“ აქტივისტების გარდა უამრავი ხალხი მივიდა, ვისაც სხვადასხვა ხასიათის პრობლემები ჰქონდა. ისინი დეპუტატს პირადი პრობლემებით მიმართავდნენ, თუმცა ჟვანიამ განაცხადა, რომ თავად რაიმე დაპირების მიცემა არ შეუძლია, რადგან შესაბამის ინფორმაციას არ ფლობს და ამ საკითხებით მათ შეუძლიათ უკვე „ქართული ოცნების“ ოფისს მიმართონ, რომელიც ახალქალაქში მალე ამუშავდება.

გიორგი ჟვანიას თქმით, აქტივისტების აქციამ საქართველოს მთავრობის ყურადღება მიიქცია და იგი ჩავიდა, რათა დაგროვილ კითხვებს პასუხი გასცეს.

„ბიძინა ივანიშვილმა აქ არსებული პრობლემების შესწავლა შესაბამის ადამიანს დაავალა. პრობლემა ის იყო, რომ დღემდე აქ რეგიონული სამსახურები არ არსებობდა. ახლა რეგიონული სამსახური იქმნება და მას ირაკლი მენუაშვილი უხელმძღვანელებს. ცვლილებები რაიონში თანდათანობით დაიწყება და რაც მთელ საქართველოში მოხდა, ნელ-ნელა აქაც განხორციელდება. ცვლილებები იქნება გამგეობაში და ყველა ადგილას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ჟვანიამ.

მისი თქმით, ხალხი, ვინც იბრძოდა, დამსახურებისამებრ მიიღებს პასუხს და ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ.

გიორგი ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ თავად ხალხმა თანდათანობით უნდა შეცვალოს საკუთარი რაიონი, ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა, თავის მხრივ, დაეხმარება მათ და მალე ახალი, უკეთესი თვითმმართველობა ექნებათ.

„ქართული ოცნების“ აქტივისტი აკოფ ქოსიანი შიშობს, რომ სანამ ახალქალაქში ოფისი გაიხსნება, ყველა ადგილობრივი ხელმძღვანელი რიგრიგობით ბლოკის წევრ პარტიებში გადავა, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ და „ნაციონალები“, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში „ოცნების“ ხალხს პრობლემებს უქმნიდნენ, კვლავ ხელისუფლებაში დარჩებიან.

გიორგი ჟვანიას თქმით, ჩინოსნების ბლოკის წევრ პარტიებში გადასვლა არ ნიშნავს, რომ ისინი თავიანთ თანამდებობებზე აუცილებლად დარჩებიან.

„საკრებულოში ყველა ადამიანს საკუთარი ადგილის მონახვა უნდა. ისინი ერთი ფრაქციიდან მეორეში გადადიან, სიტუაციას ერგებიან. არიან უფრო წესიერი ადამიანები და ნაკლებად წესიერები. შეიძლება არის ხალხი, ვისთანაც ჩვენ ვითანამშრომლებთ და არიან ისეთებიც, ვისთან თანამშრომლობასაც არ დავიწყებთ. ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ოფისი მიიღებს. აი, ეს ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ და ყველას ძალიან კარგად იცნობენ, ეს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. ისე, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ მანდატს ვერავინ მიიღებს“, - ამბობს გიორგი ჟვანია.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში  “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა
„ოცნების" აქტივისტები „თამაშგარე მდგომარეობაში“
"ქართული ოცნების” გაუჩინარებული აქტივისტი ერევანში იმყოფება
ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს
საპროტესტო აქციები ჯავახეთში
'ოცნების' დეპუტატები ახალქალაქში ენზელ მკოიანის მხადასაჭერად ჩავიდნენ
13 ივლისს ახალქალაქში “ოცნების“ აქცია  გაიმართება