FM97.5 / LIVE

‘კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის’ განხილვა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 27.06.2019
ახალციხის მერიის 2019-2022 წლების „კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის“ შესახებ იმსჯელეს დღეს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. დოკუმენტი ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI)-ს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

‘კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის’ განხილვა ®

სტრატეგიის შემუშავების პროცესზე, სახელმძღვანელო პრინციპებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა და აუდიტორიას დოკუმენტის სამუშაო ვერსია გააცნო. მუნიციპალიტეტის მერიის ხედვებისა და ამ კუთხით არსებული პრობლემების დასაძლევად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ.

სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიზნები და ამოცანებია:

 ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების გაუმჯობესება;
 ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება;
 საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმების გაძლიერება;
 ახალციხის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების გაუმჯობესება;
 კონკურენციის გაზრდა სახელმწიფო შესყიდვებში.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მისი მიზანი პროექტის პრეზენტაციის გარდა, სწორედ დოკუმენტთან დაკავშირებით ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო და მედია სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენა და შემდგომში მათი გათვალისწინებაა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს იმ რამდენიმე მუნიციპალიტეტს შორისაა, რომლებიც 2016 შეუერთდნენ ღია მმართველობის პარტნიორობას OGP-ს . იგი გამჭვირვალე, ეფექტური და ანგარიშვალდებული მმართველობის ჭრილში მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. ამით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოხატა მზადყოფნა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გაატაროს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი რეფორმები და დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა.

OGP-ში მონაწილეობის პროცესში ახალციხის მერიას მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID GGI). შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


‘კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის’ განხილვა ®


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის ღია მონაცემების სტრატეგია საჯაროდ განიხილეს
ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა განიხილეს
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა
ახალციხის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა გასაუმჯობესებელია – IDFI-ს კვლევა
ღია მმართველობის პრინციპები – NDI-ს ორგანიზებით ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება