FM97.5 / LIVE

'თუ დამნაშავეა, დაისჯება'– გიორგი კოპაძემ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.06.2019
ახალციხე-ადიგენის დეპუტატმა გიორგი კოპაძემ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირა. პარალმენტის წევრი მიიჩნევს, რომ მელიას მიმართ დანაშაული იკვეთება.

'თუ დამნაშავეა, დაისჯება'– გიორგი კოპაძემ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

„მხარი დავუჭირე იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს და როცა წარმოადგენენ სხვებსაც, მე ვინც მიმაჩნია დამნაშავეებად, იმათაც დავუჭერ მხარს“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“.

დეპუტატი ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია: „პროკურატურამ მოითხოვა, ჩვენ შევუჩერეთ იმუნიტეტი. კანონის წინაშე ყველა უნდა წარდგეს ისე, როგორც საჭიროა და არც დეპუტატს და არავის უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული დაცვის საშუალება. თუ დამნაშავეა, დაისჯება, თუ არ არის დამნაშავე, არ დაისჯება“.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების პროტესტს, კოპაძე ამბობს, რომ „მათ ასე აწყობთ“.

„ეგენი მიმაჩნია საქართველოს მტრებად. ისინი აკეთებენ იმას, რაც აწყობთ ჩვენი ქვეყნის მტრებს. აპირებდნენ პარლამენტის აღებას და გულანთებული ახალგაზრდების კეთილი სურვილი გამოიყენეს. დაიმალნენ თვითონ და შეატოვეს ეს ახალგაზრდები კანონს“, - განაცხადა კოპაძემ.

იმუნიტეტის შეჩერების საკითხს დაეთანხმა ახალქალაქი-ნინოწმინდის დეპუტატი ენზელ მკოიანიც: „ახლა შეხვედრაზე ვარ და მერე დამირეკეთ“, - განუცხადა მან „სამხრეთის კარიბჭეს“.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს, 26 ივნისს გაიმართა. საკითხს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამმა კი კენჭისყრაში მონაწილობა არ მიიღო.

სხდომას ოპოზიციის დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფოფხაძე: 'მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას'
ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აღარ იცავს
კომიტეტმა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
კოპაძემ და მკოიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს
სამცხე-ჯავახეთის სამმა დეპუტატმა საარჩევნო სისტემის შეცვლას ამჯერად მხარი დაუჭირა
პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი ჩავარდა
გახარია - პოლიციასა და პარლამენტზე თავდასხმისთვის ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით