FM97.5 / LIVE

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აღარ იცავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.06.2019
პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. პროკურატურის მომართვას მელიასადმი პატიმრობის ნებართვის გამოყენებაზე 91-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აღარ იცავს

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატის შეჩერებისთვის, ხმის მისაცემად 94 პარლამენტარი იყო დარეგისტრირებული. აქედან 91–მა მხარი დაუჭირა, სამმა კი ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო.

91 დეპუტატს შორის, რომლებმაც ნიკა მელიას მანდატის შეჩერებას დაუჭირეს მხარი, არიან ადიგენი-ახალციხის დეპუტატი გიორგი კოპაძე და ნინოწმინდა-ახალქალაქის დეპუტატი ენზელ მკოიანი.

პარალმენტის პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აღარ იცავს და პროკურატურას შეუძლია აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობა დააყენოს.

ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან.

პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიას მანდატის შეჩერებასა და პატიმრობის ნებართვას დამსწრეთა ხმების უმრავლესობა სჭირდებოდა, თუმცა ეს ოდენობა მინიმუმ 51 უნდა ყოფილიყო.

25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს
'თუ დამნაშავეა, დაისჯება'– გიორგი კოპაძემ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა
ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტმა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს წარუდგენს
ფოფხაძე: 'მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას'