FM97.5 / LIVE

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატები პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.06.2019
სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან. ისინი თბილისში, აქციის მონაწილეების პროტესტს უერთდებიან და აცხადებენ, რომ სხდომებზე მანამდე არ შევლენ, ვიდრე აქციის მონაწილეების მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატები პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან
ფოტო: ასპინძის საკრებულო

ასპინძის საკრებულოში, 28 ივნისს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები.

„ვიდრე ქვეყანაში არ დაწყნარდება სიტუაცია და მთავრობა არ შეასრულებს მომიტინგეების მოთხოვნებს, ჩვენ ბოიკოტის ნიშნად საკრებულოში მუშაობას არ გავაგრძელებთ. ხვალ 27 ივნისს კომისიის სხდომაა, მაგრამ იქაც არ ვაპირებთ დასწრებას“, – აცხადებს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ფრიდონ ლონდარიძე.

ასპინძის მსგავსად, პროტესტს უერთდებიან „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

„ჯერ არ არის ჩანიშნული სხდომა საკრებულოში, მაგრამ, როცა ჩაინიშნება მაშინ გავაპროტეტსებთ თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება“,–გვითხრა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ბორჯომის საკრებულოში ბაქარ შირაძემ.

თბილისში განვითრებული მოვლენების შემდეგ, საკრებულოს სხდომები არ ჩანიშნულა ახალციხეში, ადიგენში, ნინოწმინდასა და ახალქლაქში.

„სამხრეთის კარიბჭე“ ხუთივე მუნიციპლიტეტის საკრებულოს დეპუტატებს ესაუბრა, „ევროპელები“ აბობენ, რომ თუ აქციის მონაწილეების ყველა მოთხოვნა, მათ შორის შს მნისტრის გიორგი გახარიას გადადგომას არ დაკმაყოფილდება, საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, გამოუცხადებს თუ არა ბოიკოტს პარტია საკრებულოს სხდომებს დეპუტატებმა ჯერ არ იციან.

„მე ახლაც აქციაზე ვარ და ჯერ აქ ვიქნები. სხდომა რომც გაიმართოს, დასწრებას არ ვაპირებ“,–გვითხრა ახალაქალქის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აშოტ რაისიანმა.

20 ივნისს ღამით ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის დაშალეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული, სამი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა რეგიონში პროტესტი შეწყვიტეს
ასპინძის საკრებულოს სხდომას  'ევროპული საქართველო' არ დაესწრება
ახალციხის თემის საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა
უმცირესობამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს
ბორჯომში ბიუჯეტი ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე დაამტკიცეს