FM97.5 / LIVE

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა რეგიონში პროტესტი შეწყვიტეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.10.2019
სამცხე–ჯავახეთის საკრებულოებში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა, სამი თვის შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს. მათი ნაწილი სხდომებს უკვე ესწრება, ნაწილი კი მომავალ სხდომებზე აპირებს დასწრებას. დეპუტატების პროტესტი 20 ივნისთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხებოდა.

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა რეგიონში პროტესტი შეწყვიტეს

სამცხე–ჯავახეთის გარდა, 20 ივნისის მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად საკრებულოებში საქმიანობას არ აგრძელბდნენ, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დეპუტატებმა პროტესტი, ივნისის ბოლოს დაიწყეს. ისინი ამ ფორმით, თბილისში აქციაზე შკერებილების მოთხოვნებს უერთდებოდნენ და ამბობდნენ, რომ იქამდე არ შევიდოდნენ წარმომადგენლობით ორგანოში, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.

აქციის მონაწილეების და საკრებულოს დეპუტატების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომა იყო, რომელიც იმ პერიოდში შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

„გახარია კი არ გადააყენეს, პრემიერ–მინისტრად დანიშნეს, რა აზრი აქვს მათთან პროტესტს?! ასე საკრებულოს მუშაობასაც ვერ ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ“,–გვეუბნება ასპინძის საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ფრიდონ ლონდარიძე, რომელმაც პროტესტი შეწყვიტა და საკრებულოს მომავალ სხდომაზე დასწრებას გეგმავს.

საკრებულოს სხდომას უკვე ესწრებიან, „ევროპული საქართველოდან“ ბორჯომსა და ახალციხეში.

„20 სექტემბრის შემდეგ შევწყვიტეთ პროტესტი და სხდომასაც დავესწარი“,–გვითხრა ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა ბაქარ შირაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტი შეწყვიტეს, რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც.

20 ივნისს ღამით ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის დაშალეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორმა თვალი დაკარგა. მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატები პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან
‘ენმ’–ს პროტესტი – დეპუტატებმა ახალციხის თემში მიმდინარე საკრებულოს სხდომა დაწყებამდე დატოვეს
ასპინძის საკრებულოს სხდომას  'ევროპული საქართველო' არ დაესწრება
ახალციხის თემის საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა
ბორჯომში ბიუჯეტი ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე დაამტკიცეს
‘ევროპული საქართველოს’ დეპუტატებმა ახალციხის საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადეს [ვიდეო]
“მტკვარიჰესზე“ გაფიცულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს