FM97.5 / LIVE

'გახარია უნდა გადადგეს' - სამცხე-ჯავახეთის სტუდენტები თბილისის აქციებს აფასებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.06.2019
20 ივნისიდან შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისა და არჩევნების პროპორციული წესით დანიშვნის მოთხოვით, თბილისში აქციები იმართება. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და ამბობენ, რომ დემონსტრანტების მოთხოვნებს იზიარებენ.

'გახარია უნდა გადადგეს' - სამცხე-ჯავახეთის სტუდენტები თბილისის აქციებს აფასებენ

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, აქციაზე აუცილებლად გავიდოდი და გავაპროტესტებდი მომხდარს, მაგრამ იმ ოპოზიციური პარტიების გვერდით არ დავდგებოდი, რომლებიც უარესს უკეთებდნენ ხალხს წლების წინ,“- ამბობს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნიკა ტაბატაძე.

მისივე თქმით, პროპორციული წესით არჩევნები მისასალმებელია, თუმცა ბარიერის გაუქმება არ მოსწონს: „0%-იანს 1.5 ან 2 პროცენტი სჯობს. ასე შეიძლება მმართველმა გუნდმა თითო-თითოდ შეიყვანოს თავის დეპუტატები. პირადად მე, ისევ მოვითხოვ, რომ გახარია გადადგეს, როგორც იმ ღამის ავტორი და უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

დემონსტრანტების მოთხოვნებს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი მიშო დარბაიძეც იზიარებს: „აქ [ახალციხეში] ვმუშაობ და ვსწავლობ, თორემ აქციაზე აუცილებლად ვიქნებოდი. ვთანხმდებით, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, თუმცა, ამ ეტაპზე რაც უნდა მოხდეს, ეს გახარიას გადადგომაა, რადგან მის კისერზეა ამდენი დაშავებული ადამიანი“.

ქუჩის საპროტესტო აქციები მისაღებია სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის მირზა ბურძენიძისთვისაც: „მე აუცილებლად წავიდოდი იმ აქციაზე, რომელიც აპარტიული ადამიანების ორგანიზებით იმართება. რუსეთი არის ოკუპანტი და მსგავსი ქმედებები მიუღებელია“.

სტუდენტებს ვკითხეთ, აპირებენ თუ არა საპროტესტო აქციის ახალციხეში გამართვას: „ეს კი არა, საერთოდ, ახალციხეში აქცია გინახავთ? ვფიქრობ, აქ ახალგაზრდებს პოლიტიკური საკითხები არ აინტერესებთ“, - გვითხრა ნიკა ტაბატაძემ.

„მეც და ჩემს კურსელებსაც თბილისში გვინდოდა წასვლა, თუმცა აქციის ახალციხეში გამართვაზე ლაპარაკი არ ყოფილა, ვფიქრობ ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან ხმის ამოღება და მსგავსი რამის თავის თავზე აღება არავის უნდა,“ - ამბობს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ხატია ქველაძე.

პარლამენტთან მიმდინარე აქციების ორგანიზატორებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

გათავისუფლდეს ყველა, ვინც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს;
დაისაჯოს ყველა სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას;

არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით-ეს უკანასკნელი მოთხოვნა რამდენიმე წუთის წინ დაკმაყოფილდა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესითა და 0%-იანი ბარიერით გაიმართება.

კახა კალაძის თქმით კი, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გახარიას გადადგომაზე არ უსაუბრიათ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციაზე პირველადი დახმარების აღჭურვილობით მივიდნენ
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
კალაძე: გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა
აქციაზე გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს
აქციის ორგანიზატორებმა გახარიას გადასადგომად ვადა, ორ საათამდე მისცეს
თბილისში პარლამენტთან საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
თბილისში დაგეგმილ აქციას ახალციხიდანაც შეუერთდებიან