FM97.5 / LIVE

კალაძე: გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.06.2019
„ოცნების“ ოფისში, ბიძინა ივანიშვილის საგანგებო განცხადების შემდეგ, სადაც 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ ისაუბრა, ჟურნალისტების კითხვებს პარტიის ლიდერებმა უპასუხეს.

კალაძე: გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა

“ქართული ოცნების” ლიდერებმა არ უპასუხეს კითხვას გადადგება თუ არა შს მინისტრი გიორგი გახარია. გახარიას გადადგომა რუსთაველზე მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

ბიძინა ივანიშვილმა საპრესკონფერენციო დარბაზი ისე დატოვა, ამ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია. გახარიას საკითხზე არც პრემიერ-მინისტრ მამუაკა ბახტაძეს უსაუბრია. კითხვას თავი რამდენჯერმე აარიდა კახა კალაძემაც. ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერს კითხვა რამდენჯერმე გაუმეორეს რის შემდეგაც კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე “ამაზე საუბარი არ ყოფილა”.

“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა ამ კითხვის საპასუხოდ კი განაცხადა, რომ გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებოლობის საკითხს ვერ ხედავენ.

„ეს არის ყველაზე მძიმე, რომ შეუძლებელი გახდა ძალის გამოყენების თავიდან აცილება. ეს არის რეალობა. როგორც მანამდე განვითარებული პროცესებს, ასევე, შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევებს, ამ ყველაფერს, პირველ რიგში, უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი და ეს პასუხი გაეცემა ღიად, გამჭვირვალედ – ისე, რომ კითხვები არ დარჩება არცერთ მხარეს. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული”, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

რაც შეერხება, 2020 წელს პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ. მისი თქმით, დიალოგი არ იქნება იმ ადამიანებთან, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდა.

“ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. იმათ, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული და ვინც მუდამ მოტივირებულნი არიან, რომ გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, მათთან დიალოგი არ იქნება. მათ კანონი გასცემს. კონსულტაციები გაიმართება ყველასთან”, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს სპეციალური ფორმატი საქართველოს პარლამენტში და სწორედ ამ ფორმატში წარიმართება კონსულტაციები როგორც პარლამენტს შიგნით მყოფ, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან.

დღესვე ჟურნალისტებს პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პროპორციული არჩვენების ნულოვანი ბარიერით ჩატარების პრინციპი განუმარტა.

„ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით, საერთოდ არ იქნება ბარიერი და იმ პარტიებს, რომლებიც შეძლებენ მინიმალური ხმების მოგროვებას, იმისათვის რომ ერთი მანდატი მაინც აიღოს მისი პარტიის წარმომადგენელმა, უკვე შეუძლია თქვან რომ ისინი გადალახავენ ბარიერს და ამას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

დღეს “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა რის შემდეგაც, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

თბილისში, პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქციები 20 ივნისიდან იმართება. შეკრებილ მოქალაქეებს სამი მოთხოვნა აქვთ: 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, გიორგი გახარიას გადადგომა და 20 ივნისის ღამეს დარბევისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

როგორც უკვე ცნობილი გახდა, მთავრობა დემონსტრანტების ერთ–ერთ და მთავარ მოთხოვნას პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე დასთანხმდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ
'გახარია უნდა გადადგეს' - სამცხე-ჯავახეთის სტუდენტები თბილისის აქციებს აფასებენ
'ოცნების' ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
გამოკითხვა: რას შეცვლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება [ვიდეო]
გახარია, ღარიბაშვილი, გომელაური –'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატები
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება