FM97.5 / LIVE

ზაქარია ქუცნაშვილი: თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.06.2019
ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რუსმა დეპუტატმა დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი. დეპუტატის თქმით, ის მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს მომხდარზე.

ზაქარია ქუცნაშვილი: თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებ

ქუცნაშვილი ამბობს, რომ მეტი მუშაობა იყო იმისთვის საჭირო, თავიდანვე გაერკვიათ, თუ ვინ წაიყვანდა მართლმადიდებლურ საპარლამენტო ასამბლეის სხდომას. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

"ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა დიპლომატმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, ეს იყო დაშვებული შეცდომა. ჩვენ ვთხოვდით საერთაშორისო სამდივნოს, რომ წაეყვანა ეს სხდომა გენერალურ მდივანს... მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე... მე ვგრძნობ საზოგადოების, დიდწილად, სამართლიან მღელვარებას", — განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. გუშინ 19 ივნისს პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის "ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.

გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ასამბლეაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების დაწესება არასწორია. მისი თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში"

წყარო: on.ge


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი: 'უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა'
'კობახიძის გადადგომის საკითხს არც დავაყენებთ და არც მხარს დავუჭერთ'-არჩილ თალაკვაძე
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაჩერეს
მამუკა მდინარაძე: პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება
ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს
სერგეი გავრილოვი 'რედისონის' ტერიტორიიდან გაიყვანეს
ივანიშვილი გავრილოვზე: 'ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა'