FM97.5 / LIVE

ივანიშვილი გავრილოვზე: 'ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა'

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.06.2019
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს.

ივანიშვილი გავრილოვზე: 'ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა'

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, - წერს ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და სხდომის წაყვანას აპირებდა. გავრილოვის ამ ქმედებას მოჰყა პროტესტი როგორც საზოგადოების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი: 'უმძიმესი სანახავია მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა'
მამუკა მდინარაძე: პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება
'კობახიძის გადადგომის საკითხს არც დავაყენებთ და არც მხარს დავუჭერთ'-არჩილ თალაკვაძე
ზაქარია ქუცნაშვილი: თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ავიღებ
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაჩერეს
სერგეი გავრილოვი 'რედისონის' ტერიტორიიდან გაიყვანეს
20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში აქცია გაიმართება