FM97.5 / LIVE

ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.06.2019
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებენ და ვითარების განსამუხტად 3 წინაპირობას ასახელებენ. მათი მოთხოვნაა თანამდებობები დატოვონ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თამჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.

ოპოზიციამ მორიგი აქცია 19 საათზე ჩანიშნა
“ჩვენი მოწოდება არის მშვიდობიანი პროტესტი. იქაც ვცდილობდით, არ გვქონოდა შეხება პოლიციასთან. პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე გამორიცხულია განმუხტვა. უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი პროტესტი”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.

“ჩვენი მოთხოვნები უკვე არაერთგზის გაჟღერდა. მთავარია ის, რომ არ შევწყვეტთ აქციებს. ყველა ოპოზიციის ლიდერი შეთანხმებულია. გამოვიდა ყველა, მინუს ერთი. საღამოს, 19:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

ამ დროისათვის კი რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Human Rights Watch: პოლიციამ აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა
ექიმი: პარლამენტთან დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეაჩერეს
ომბუდსმენი: აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს ვსწავლობთ
აქციის დარბევისას, სულ მცირე, 12 ჟურნალისტია დაშავებული
სერგეი გავრილოვი 'რედისონის' ტერიტორიიდან გაიყვანეს
ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს