FM97.5 / LIVE

ცხელი ტურისტული სეზონი და მოუმზადებელი კურორტი

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.06.2019
ჩამოშლილი კლდოვანი მასა, გადაკეტილი გზა და გაჩერებული ტურისტები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მიტარბისკენ მიმავალი გზა ცუდ მდგომარეობაშია.

ცხელი ტურისტული სეზონი და  მოუმზადებელი კურორტი
დღეს, 19 ივნისს „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტებსა და ებრაელთა 15–კაციან ველოსიპედისტების ჯგუფს, დაახლოებით, 30–45 წუთი მოუწია ლოდინი პატარა მიტარბისკენ მიმავალ გზაზე, სადაც კლდოვანი მასა იყო ჩამოწოლილი და გზა იყო ჩახერგილი. ადგილზე მუშაობდა ტექნიკა.

ექსტრემის მოყვარული ველოსიპედისტების ჯგუფი ბაკურიანიდან მოდიოდა, თუმცა ასეთ ექსტრემს – ჩამოშლილ კლდესა და გადაკეტილ გზას, ნამდვილად არ ელოდნენ.

„ოთხი–ხუთი დღეა, რაც კლდე ჩამოიშალა. შევატყობინე მერიას, გამოუშვეს ტრაქტორი და მუშაობს უკვე“, – გვითხრა სოფელ პატარა მიტარბის მკვიდრმა გიორგი ზედგინიძემ.

მისივე თქმით, წვიმების დროს კლდის ჩამოშლის ალბათობა უფრო დიდია. საშიშროებას ისიც ამძაფრებს, რომ გზა ვიწროა, ამასთანავე – ძნელად სავალი.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ყიფიანმა განაცხადა, ამჟამად სოფელ პატარა მიტარბის გზაზე მუშაობს ტექნიკა. საავტომობილო გზის დაგება კი, წელს აღნიშნულ მონაკვეთზე არ იგეგმება.

საშიში მონაკვეთი, სადაც ერთ მხარეს ხევია, მეორე მხარეს კი ნახევრად შლადი მთა, დაახლოებით სამასი მეტრია. სოფელი პატარა მიტარბი სოფელ ტიმოთესუბნის გზაზეა. ტიმოთესუბნამდე კარგი საავტომობილო გზაა, შემდეგ კი 11–კილომეტრიანი გზის მონაკვეთი სავალალო მდგომარეობაშია.

[გულო კოხოძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სოფელ ნიჯგორთან კლდე ჩამოიშალა
უამინდობის გამო პატარა ხანჩალში გზა ჩაიკეტა
ვარძია–გოგაშენის გზაზე მეწყერი განმეორდა, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან
ახალციხე–ახალქალაქის გზაზე კლდის ჩამოშლის შედეგად მანქანა დაზიანდა
ახალციხე–ახალქალაქის გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი რეაბილიტირდება
ასპინძის გზაზე კლიდიდან ჩამოწოლილმა მასამ ტრაილერი მოიყოლა
ვარძია–გოგაშენის დამეწყრილი გზის შესწავლა გეოლოგებმა დაიწყეს