FM97.5 / LIVE

ტოლოშის მცხოვრებლებს აწყვიტის გზის რეაბილიტაციისას სარწყავი არხი გაუუქმეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.06.2019
ასპინძაში, სოფელ ტოლოშში, ხუთამდე ოჯახს, აწყვიტის გზის რეაბილიტაციისას, სარწყავი არხი გაუუქმეს. ერთ–ერთი ადგილობრივი არხის აღდგენას ითხოვს. მშენებელი კომპანია კი საკითხის შესწავლას ჰპირდება.

ტოლოშის მცხოვრებლებს აწყვიტის გზის რეაბილიტაციისას სარწყავი არხი გაუუქმეს

სოფელ ტოლოშის მკვიდრი ელდარ ზაზაძე ამბობს, რომ სარწყავი არხი, რომლითაც 28 წლის განმავლობაში სარგებლობდა, აწყვიტასთან დამაკავშირებელ გზაზე იყო გაყვანილი და მდინარესთან შეერთებული. ამ წყალსადენით კი, კიდევ ოთხი ოჯახი სარგებლობდა.

ზაზაძე ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ, აწყვიტის გზაზე დაწყებული სამუშაოების შემდეგ, არხი გაუუქმეს და ნათესებს ვეღარ რწყავს: „მეც და სამეზობლოს, გრუნტი გვქონდა გადაჭრილი და ასე ვსარგებლობდით სარწყავით. ახალ პროექტში არ დაიტანეს არხი და დავრჩით ასე. სხვა ალტერნატივა არ მაქვს, რომ წყალი შევიყვანო. ნათესები მიხმება“.

ელდარ ზაზაძე კომპანიისგან ექვსი მეტრის, 150 მმ–იან მილის მოწყობას ითხოვს: „იმხელა ტერიტორიიაა, რომ ეს მილი საკმარისი იქნება“.

ამ ტერიტორიაზე ადგილობრივებს დაახლოებით 15 –15 მეასედი სათესი ნაკვეთები აქვთ. არხით სარგებლობდა ადგილობრივი ემზარ დავლაშერიძეც.

„ყოველ წელს ამ არხით ვასარწყავიანებ ნაკვეთებს. მითხრეს გააუქმესო, მაგრამ რაც გზის რეაბილიტაცია დაიწყო, მე სოფელში არ ვყოფილვარ და არც არავისთვის მიმიმართავს არხი გაგვიკეთეთო“, – გვეუბნება ემზარ დავლაშერიძე.

აწყვიტისა და ტოლოშის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, რომ, გზის დაპროექტებისას, ადგილზე არ ყოფილან და არც სარწყავი არხის შესახებ იციან რამე.

აწყვიტის გზის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ასტორია“ ახორციელებს. მისი ხელმძღვანელის მალხაზ მანველიშვილის თქმით, საკითხის შესახებ იცის და ადგილზე შეისწავლის.

„მე ადგილობრივებს დავპირდი, რომ ხვალ ავალ, 20 ივნისს და ამ ტერიტორიას ვნახავ. თუ შესაძლებლობა იქნება, გზაზე არხსაც გავიყვანთ და სარწყავი წყალი ექნებათ. როგორც საჭიროა, ისე გავაკეთებთ ყველაფერს“, – ამბობს მალხაზ მანველიშვილი.

აწყვიტაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. აქ სამ კილომეტრამდე გზა უნდა მოასფალტდეს. ამ დროისათვის გზის მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ტოლოშის მცხოვრებლებს აწყვიტის გზის რეაბილიტაციისას სარწყავი არხი გაუუქმეს

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის მერია  ჩორჩნის სკოლის ეზოში გამავალ არხს მოაწესრიგებს
ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება
მირაშხანში გზის რეაბილიტაცია იწყება
ნაქალაქევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აგარების მონასტერამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო
ქუთაისი–ბენარის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ასპინძის  ცენტრალურ გზაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს