FM97.5 / LIVE

მასწავლებლის თვალით დანახული ჯავახეთი და ფილმი დუხობორ ოჯახზე [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.06.2019
თბილისელი ფოტომოყვარული, რომელიც ნინოწმინდაში ჯავახეთის ბუნებისა და ადგილობრივების ყოველდღიურობის გადასაღებად ჩამოვიდა, აქ მასწავლებლად დარჩა. ხატია ნიქაბაძემ, გორელოვკაში, დუხობორ ოჯახზე ფილმიც გადაიღო.

მასწავლებლის თვალით დანახული ჯავახეთი და ფილმი დუხობორ ოჯახზე [ფოტო/ვიდეო]

ფოტოგრაფიით გატაცებულმა, 31 წლის ხატია ნიქაბაძემ, ერთი წლის წინათ გადაწყვიტა, საკუთარ ობიექტივში ჯავახეთის ბუნება და ადგილობრივების ყოველდღიურობა აღებეჭდა. იგი თბილისიდან ნინოწმინდაში ჩამოვიდა. იმისათვის, რომ ფოტოები უფრო ეფექტური გამოსვლოდა, რომელიც ადგილობრივების ყოფას კარგად ასახავდა, ჯერ ორი თვით დარჩენა გადაწყვიტა.

„იმისათვის, რომ კარგად გავცნობოდი აქაურობას და ფოტოებიც უფრო კარგი გამომსვლოდა, დრო მჭირდებოდა. ნინოწმინდაში ბინა ვიქირავე და ამასაც თავისი ხარჯები ჰქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე გორელოვკის სკოლაში დამეწყო სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა და გარკვეული შემოსავლის წყარო მქონოდა“, – გვიყვება ხატია და ამატებს, რომ მასწავლებლის გამოცდილებაც აქვს და სკოლაში მუშაობა არ გასჭირვებია.

გორელოვკის სკოლაში მუშაობისას და სოფელში ცხოვრებისას, ადგილობრივებიც გაიცნო და არც მათი ცხოვრება დარჩენია კადრს მიღმა.

ნინოწმინდაში ჩამოსვლის პერიოდში, ხატიამ მონაწილეობა მიიღო პროექტში „გენდერი და იდენტობა“, სადაც საკუთარი იდეა წარადგინა, გადაეღო ფილმი დუხობორ ოჯახზე გორელოვკაში, რაც პროექტის ავტორებმა მოიწონეს და დააფინანსეს კიდეც.

ამის შემდეგ, ხატია ნიქაბაძემ გადაწყვიტა ფილმი გადაეღო სოფელ ორლოვკის სკოლის რუსულის მასწავლებელზე სვეტა სტრუკოვაზე: “კარგი ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, გადავწყვიტე მისი ყოველდღიური ცხოვრება ამესახა ჩემს ფილმში“.

ფილმში, სვეტა სტრუკოვას ცხოვრება და საქმიანობაა ასახული. ფილიმის გმირი, ასევე, საუბრობს საქართველოში დუხობორების ცხოვრებაზე და მათ წარსულზე.

„ჩემი ფილმის გმირს ოთხი შვილი ჰყავს. ყოველდღიურად სამსახურში და ყოფაში საქმე ბევრი აქვს. ამიტომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ორიენტირებულია თვითგანვითარებაზე, ყოველთვის პოულობს დროს იმისათვის, რომ იაროს ტრენინგებზე, ახალი ისწავლოს და ა.შ.“, – ამბობს ხატია ნიქაბაძე.



ხატია ნიქაბაძისთვის, ფოტოგრაფიასთან ერთად, გატაცებაა მოგზაურობაც, ამიტომ ხშირად უწევს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ამის გამო მას ნინოწმინდაში ცხოვრება, გორელოვკაში მუშაობა და ადგილობრივებთან ურთიერთობა არ გასჭირვებია. აქ დროებით ცხოვრობს, მაგრამ ჯერ არ იცის, კიდევ რამდენ ხანს დარჩება.

ხატია ნიქაბაძემ გამოთქვა სურვილი, მისი ფილმი, მედიასაშუალებებიდან, პირველად „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულიყო. სიამოვნებით ვუსრულებთ სურვილს და გთავაზობთ ამ ფილმს.

მასწავლებლის თვალით დანახული ჯავახეთი და ფილმი დუხობორ ოჯახზე [ფოტო/ვიდეო]

მასწავლებლის თვალით დანახული ჯავახეთი და ფილმი დუხობორ ოჯახზე [ფოტო/ვიდეო]

მასწავლებლის თვალით დანახული ჯავახეთი და ფილმი დუხობორ ოჯახზე [ფოტო/ვიდეო]

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხატია პარუნაშვილმა მკურნალობა დაიწყო, თუმცა თანხა სრულად არ აქვს
‘ნუ ჩაივლი’ - აქცია ხატია პარუნაშვილისთვის [ფოტო]
სტუდენტური თვითმმართველობა ხატია პარუნაშვილს დაეხმარება
ადიგნელ ხატია პარუნაშვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება, მას მწვავე ლეიკემია აქვს
ხატია პარუნაშვილმა თურქეთის საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო
ხატია პარუნაშვილის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართება
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში 80 წლის ქალი სცემეს