FM97.5 / LIVE

'მოზვერი მომპარეს!' – ვალეში ფერმერი გაქურდეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 07.06.2019
ვალეში, რამდენიმე დღის წინ, ფერმერ გელა ნადირაძეს მოზვერი მოჰპარეს. მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა. მეზობელი ფერმის მეპატრონე კი ამბობს, რომ ქურდობის შემდეგ, მის ფერმაში ტომრით უცხო პირუტყვის ძვლები აღმოაჩინა.

'მოზვერი  მომპარეს!' – ვალეში ფერმერი გაქურდეს

შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. ვალეში, ე.წ. სასიროების ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივების ფერმები და დამუშავებული მიწის ნაკვეთებია, გელა ნადირაძის ფერმიდან ერთი მოზვერი მოიპარეს.

როგორც ნადირაძე ამბობს, შემთხვევა ღამით მოხდა. ფერმას დაცვა არ ჰყავდა. მოპარული მოზვერი კი ცალკე, მიშენებულ ოთახში იყო დაბმული.
„დილით ჩემი მწყემსი მივიდა პირველი და დაინახა, რომ მოზვერი აღარ იყო. მერე მეც მივედი და მალევე პოლიცია გამოვიძახეთ. არ ვიცი, რანაირად მოხდა“, – ამბობს ნადირაძე.

მალევე მეზობელ, მანველიშვილების ფერმაში მწყემსმა ტომრით უცხო ძვლები ნახა და მეპატრონეს შეატყობინა.

„არ ვიცი, ის ძვლები რისია და, საერთოდ, რანაირად აღმოჩნდა ჩემს ფერმაში. არც მე ვიცი და არც ჩემმა მწყემსმა, ვინ მოიტანა ის მეშოკი. თან რამდენიმე ძვალი ჩემს ძაღლებთან ეგდო“, – ამბობს მეზობელი ფერმის მეპატრონე გოჩა მანველიშვილი.

გელა ნადირაძემ ნაპოვნ ძვლებთან დაკავშირებით ვერაფერი გვითხრა: “კაცმა არ იცის, ეგ რისი ძვლებია, ნამდვილად ვერ გეტყვით“.

მოზვერის მოპარვის ამბავზე ფერმების ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მეპატრონეებიც გვესაუბრებიან, თუმცა მათ დეტალები არ იციან.

„როცა აღმოაჩინეს, რომ მოიპარეს, მერე მეც მივედი იქ, ხალხი იყო შეკრებილი. ეს მოზვერი ცალკე ჰყავდათ დაბმული, ავად იყო და ნემსებსაც უკეთებდნენ. გელა ამბობდა, ქვევით რაღაც მანქანის კვალი შევამჩნიეო, ნაბუქსავებიაო“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ს 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში შვიდი სული პირუტყვი მოიპარეს
ახალციხეში სახლი გაქურდეს
სოფელ ტატანისში საქონელს მგელი ჭამს
ახალციხეში მაღაზიიდან მობილური მოიპარეს
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალციხეში შემოსავლების სამსახურთან მანქანა გაქურდეს
სომხური ეკლესიიდან ჯვრები, ხატები და ფული მოიპარეს