FM97.5 / LIVE

სომხური ეკლესიიდან ჯვრები, ხატები და ფული მოიპარეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 21.07.2019
ახალციხეში, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესიიდან გასაყიდად გამზადებული ჯვრები და ხატები, ასევე 200 ლარი მოიპარეს. საქმეზე ძიება მიმდინარეობს.

სომხური ეკლესიიდან ჯვრები, ხატები და ფული მოიპარეს
ახალციხეში, რაბათის უბანში გრიგოლ განმანათლებლის სომხურ სამოციქულო ეკლესიიდან ჯვრები, ხატები და ფული 16 ივლისს, სავარაუდოდ ღამის საათებში მოიპარეს.

„17 ივლისს დილით მივედი და შესაწირ ყუთში თანხა აღარ დამხვდა, წაღებული იყო გასაყიდად დადებული საეკლესიო ნივთები. ვერ წარმომიდგენია, ეს ვის უნდა გაეკეთებინა, მსგავსი შემთხვევა აქ არ გვქონია. მე თვითონ დავრეკე პოლიციაში, მოვიდნენ მაგრამ დააკავეს თუ არა ამის ჩამდენი არ ვიცი“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხისა და ბორჯომის სათვისტომოების მოძღვრმა ბერ ჰაკობ სააკიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც შენობაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს.

შსს–ში ამბობენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დიდ ხანჩალში მაღაზიიდან ფული და 'ნისიების' რვეული მოიპარეს
სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში ომბუდსმენის ოფისიდან საქართველოს დროშა მოიპარეს
მაღაზია 'ზუმერიდან' ფული და ტელეფონები მოიპარეს
ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს
აწყურში 'ლიბერთი ბანკის' სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს