FM97.5 / LIVE

შემცირებული ტყის მასივები სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2019
არასამთავრობო ორგანიზაცია Global Forest Watch-ის ინტერაქტიურ რუკაზე საქართველოში არსებულ ხე-ტყეზე ინფორმაცია 2001 წლიდან ჩნდება. რუკის მიხედვით, ბოლო ჩვიდმეტი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ტყე ათასობით ჰექტარზეა გამქრალი.

შემცირებული ტყის მასივები სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთი, ქვეყნის 13 რეგიონს შორის, ტყის საფარით მერვე ადგილზეა. რეგიონში ტყით 170 ათასი ჰექტარია დაფარული.

ამავდროულად, სამცხე-ჯავახეთი ქვეყანაში პირველ ადგილზეა ხე-ტყის კლებით, 2001-2018 წლებში აქ 3200 ჰექტარი ტყე გაქრა.

ტყის მასივის კლება მუნიციპალიტეტების მიხედვით


რეგიონში ყველაზე ნაკლები ტყე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია. ჯამურად აქ ტყით 6 528 ჰექტარია დაფარული, ბოლო 17 წელიწადში კი 105 ჰექტარი დაიკარგა.

14 737 ჰექტარია ასპინძაში, საფარი კი, იგივე პერიოდში, 34 ჰექტრით არის შემცირებული.

ახალციხეში ტყით 39 517 ჰექტარია დაფარული, კლება 460 ჰექტარია.

34 204 ჰექტარი უკავია ტყეს ადიგენში, გამქრალი ტყის რაოდენობა კი 1000 ჰექტარს მოიცავს.

ამჟამად 74 000 ჰექტარია ბორჯომში, 2001-2018 წლებში კი 1600 ჰექტარი გაქრა.

გასული 17 წლის განმავლობაში, ხე-ტყის კარგვა გამორჩეულად დიდი იყო 2004 წელს. Forest Watch-ის ინტერაქტიური რუკის მიხედვით, ამ წელს ექვსივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამქრალია 2000 ჰექტარი, აქედან 1231 ჰა სატყეო ჭრების (კომერციული, სანიტარული, სოციალური) შედეგად, სასოფლო სამეურნეო მიზნით 1 ჰექტარი, ხანძრის შედეგად კი 54 ჰექტარი განადგურდა.

კლებასთან ერთად, სამცხე-ჯავახეთს 2001-2012 წლებში 780 ჰექტარი ტყე დაემატა. ახალციხის სატყეო უბნის უფროსი მეტყევე, სტალბერ ყურმაშვილი ამბობს, რომ 2004 და შემდგომ წლებში ტყის დიდი რაოდენობით გაქრობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ბუნებრივ მატებაზე საუბრობს: „ხე-ტყე ძირითადად 1990-იან წლებში, განუკითხაობის პერიოდში იჩეხებოდა. თქვენ მიერ დასახელებული მონაცემები ჩემთვის ცნობილი არაა. მეტიც, ანდრიაწმინდაში, ანდაში, ურაველში, აბის დასახლებაში და კიდევ სხვა რამდენიმე სოფელში ტყე დასახლებულ ადგილებამდეა ჩამოსული და ყოველწლიურად მატულობს“.

Forest Watch-ის მონაცემებს არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი ენდობა: „3200 ჰექტარი ძალიან დიდი ციფრია, ეს მონაცემები ჯერ სამინისტროს არ გადმოსცემია და მისი სანდოობა საეჭვოა“.

Global Forest Watch-ის პროექტის ეროვნული კოორდინატორის, ეკატერინა ნაკაშიძის განმარტებით, სატელიტით გადაღებული სურათები უტყუარ ინფორმაციას იძლევა: „სატელიტი ტყის მასივს 30 მეტრიანი ლანცატის გამოსახულებით აღიქვამს, თუ თავდაპირველად იყო გამოსახულება, რომელიც შემდგომი დაკვირვებისას 30%-ით შემცირდა, ვამბობთ, რომ ტყე შემცირდა“.

ინტერაქტიური რუკის სრული მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამა“ ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას და მიზნად ისახავს გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა – „ჩვენ ერთად შევძლებთ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება“.

შემცირებული ტყის მასივები სამცხე-ჯავახეთში
აბასთუმანი, ფოტო: Global Forest Watch ვარდისფერი გამქრალ ტყის მასივებს აღნიშნავს

შემცირებული ტყის მასივები სამცხე-ჯავახეთში
ადიგენი, ფოტო: Global Forest Watch ვარდისფერი გამქრალ ტყის მასივებს აღნიშნავს

შემცირებული ტყის მასივები სამცხე-ჯავახეთში
აწყური, ფოტო: Global Forest Watch ვარდისფერი გამქრალ ტყის მასივებს აღნიშნავს

შემცირებული ტყის მასივები სამცხე-ჯავახეთში
ბორჯომი, ფოტო: Global Forest Watch ვარდისფერი გამქრალ ტყის მასივებს აღნიშნავს

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგანგებო: ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა
სამცხე–ჯავახეთში ტყის ინვენტარიზაცია იწყება
სატყეო სააგენტო: ‘ბორჯომის ტყის აღდგენა ხვალიდან იწყება’
სატყეო უბნის უფროსი: წლები დასჭირდება ბორჯომში დაზიანებული ტყის აღდგენას
სამინისტრო: ბორჯომში, სოციალური  და სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა
21 მარტს საქართველოში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა