FM97.5 / LIVE

სოზარ სუბარი: გუბერნატორების საწვავის ხარჯები მათი საქმიანობის ადეკვატურია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.06.2019
გუბერნატორების საწვავის ხარჯებზე IDFI-ს კვლევას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ბრიფინგით უპასუხა. რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ რწმუნებულები ხალხს ყოველდღიურად ხვდებიან, ამიტომ მათი საწვავის დანახარჯებიც შესაბამისია.

სოზარ სუბარი: გუბერნატორების საწვავის ხარჯები მათი საქმიანობის ადეკვატურია

სოზარ სუბარის თქმით, თითოეული გუბერნატორი დღეში დაახლოებით 25 ლიტრ საწვავს ხარჯავს. ხარჯებს ზრდის კვირაში ერთხელ, დედაქალაქში, მთავრობის სხდომებზე დასასწრებად სიარულიც.

„გააგრძელონ ძალიან აქტიურად მუშაობა და ჰქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან, მათ შორის სამხარეო ცენტრებიდან ყველაზე დაშორებულ უბნებში და სოფლებში. ეს იქნება მათი მუშაობის განმსაზღვრელი. ვინც ასე ვერ იმუშავებს, მას პირიქით მოეთხოვება პასუხი,“ - მიმართა სახელმწიფო რწმუნებულებს მთავრობის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა.

სუბარმა განმარტა, რომ გუბერნატორების ავტომანქანებს აქვთ ჩიპები და თითოეული ლიტრი კონტროლდება. მან თითქმის ყველა რეგიონის ხარჯებზე ისაუბრა, თუმცა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კვლევა გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს გამოაქვეყნა, 9 ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

კვლევაში ვკითხულობთ, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე გაპიროვნებული ავტომობილებით გავლილი მანძილი კი სამჯერ შემოვლას უდრის.

2017-2018 წლებში 7-მა გუბერნატორმა 132,208 ლიტრი საწვავი დახარჯა და 750 ათასი კილომეტრი გაიარა. ბოლო ორ წელიწადში 126 621 კილომეტრი გაიარეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორების გავლილი მანძილი ბოლო ორ წელში დედამიწის სამჯერ შემოვლის ტოლია - IDFI
სამი გუბერნატორის 'სამი წრე დედამიწის გარშემო'
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2 წელში 106 099 ლარის საწვავი დახარჯა
ახალ გუბერნატორს სამცხე–ჯავახეთში სოზარ სუბარი წარადგენს
გუბერნატორების ადმინისტრაციაზე გამოყოფილი თანხის 70% ხელფასზე იხარჯება
გუბერნატორების ანგარიში პრემიერს
რამდენი დახარჯა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ 2 წელში ხელფასებსა და პრემიებში