FM97.5 / LIVE

სოციალური კამპანია ახალდაბაში ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2019
ახალდაბაში, ღია ცის ქვეშ დარჩენილ ჭაუჭიძეების ექვსსულიან ოჯახს მოქალაქეები დაეხმარებიან. სოციალურ ქსელში გავრცელებული საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, ოჯახის დასახმარებლად საკვები, ტანსაცმელი და თანხა უკვე შეგროვდა.

სოციალური კამპანია ახალდაბაში ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ჭაუჭიძეების ოჯახის დასახმარებლად, სოციალურ ქსელში ინფორმაცია აკა სინჯიკაშვილმა გაავრცელა.

დღეს, 15 მაისს, კი თბილისში, 12:00 - დან 15:00 საათამდე მოქალაქეებს შეეძლოთ ქველმოქმედებისთვის საყოფაცხოვრებო ნივთების და ტანსაცმლის მიტანა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ აკა სინჯიკაშვილი განმარტავს, შეგროვდა ნივთებიც და გარკვეული ოდენობის თანხაც: „ჭურჭელს, ტანსაცმელს, საჭმელსა და წამლებს ჩავუტანთ. თანხით პროდუქტებს ვუყიდით და საღამოს ექვს საათზე უკვე ახალდაბაში ვიქნებით. ერთი „მარშუტკაა“ ნახევრამდე სავსე და აქ რაც არის ერთ ოჯახს თავისუფლად ეყოფა. სახლის აშენებას ძალიან ბევრი ფული უნდა ვერ მოვახერხებთ მაგას, მაგრამ დანარჩენი რაც დასჭირდებათ ყველაფერს ჩავუტანთ“.

ახალდაბაში ჭაუჭიძეების სამსართულიან სახლს, ცეცხლი 12 მაისს, გამთენიისას გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა სამსართულიანი სახლი, მარანი, სათავსო და ხის საამქრო. ჭაუჭიძეების ექვსსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალდაბაში სამსართულიანი სახლი დაიწვა
სტიქია ახალდაბაში – მოგლეჯილი სახურავები, დატბორილი სახლები
ახალდაბაში  წყალსადენი  სისტემა  შენდება
ახალდაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო ®
‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს
ახალდაბაში ძლიერმა სეტყვამ 10 სახლის სახურავი დააზიანა
დაბა ახალდაბაში ქალს ქმრის დაჭრაში ადანაშაულებენ