FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასააღდგომოდ 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება[R]

მთავარისიახლე, რეკლამა 25.04.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს. მერიის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მოინახულეს, დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად სასურსათო დახმარება გადასცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასააღდგომოდ 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება[R]

ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი და სააღდგომო ნამცხვარი ჯამში 201 ოჯახს გადაეცა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სააღდგომო ნობათი - პასკის, კვერცხისა და ტკბილეულის სახით, ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის უფასო სასადილოს 200 ბენეფიციარსაც დაურიგდა. საჩუქარი მათ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, მერიის სოციალური განყოფილებისა და სათნოების სახლის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს. სააღდგომო ნობათი ახალციხის მუნიციაპლიტეტის მერიის, პოლონეთის რესპუბლიკის ჰუმანიტარული ორგანიზაციის და (ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ ერთობლივი ძალებით მომზადდა. ტრადიციული სააღდგომო დახმარება ჯამში 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაეწია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასააღდგომოდ 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება[R]

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასააღდგომოდ 400-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება[R]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო საჩუქარი „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს
ბორჯომის მერიამ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა [R]
ახალციხის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისთვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა ®
ახალციხის მერია სააღდგომოდ 145 ოჯახს დაეხმარება
ახალციხეში შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება გრძელდება ®
ახალციხის მერია სოციალური პროგრამების ფარგლებში 19 000-მდე მოქალაქეს დაეხმარა ®
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააღდგომოდ საჩუქრები დაარიგა