FM97.5 / LIVE

აქციის მონაწილეები მეუფეს არ დაემორჩილნენ

მთავარისაზოგადოება 29.08.2013
სასულიერო პირები ცდილობენ სათითაოდ აუხსნან აქციის მონაწილეებს, რომ დაშლა აუცილებელია, თუმცა აქციაზე შეკრებილთა ნაწილი მათ არ ემორჩილება. ისინი რუპორით მრევლს პირიქით, მობილიზებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები მეუფეს არ დაემორჩილნენ
ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი ცდილობს მრევლი დაშლის აუცილებლობაში დაარწმუნოს, სათითაოდ უხსნის მათ, რომ ეს არის პატრიარქის მოწოდება და მას უნდა დაემორჩილონ.

"ადამიანი შედგება ორი ნაწილისგან, სულისგან და სხეულისგან. თუ სულით მე მემორჩილებით, ხმა კი პრემიერს მიეცით და მას გამოუცხადეთ ნდობა, მაშინ ახლა თქვენ უნდა დაგვემორჩილოთ მე და პრემიერს. გაიგეთ, რომ მინარეთი არის კერძო საკუთრება და ის უნდა დაბრუნდეს სოფელში, თუ ეს ასე არ მოხდება, იქნება კანონდარღვევა", - განაცხადა მამა ნიკოლოზმა.

პარალელურად, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი შეკრებილებს რუპორით მიმართავს. ტრიბუნაზე ისინი ერთმანეთს ცვლიან და აცხადებენ, რომ ახლა დათმობა არ შეიძლება.

შეკრებილთა მეორე ნაწილი ასევე ცდილობს მრევლმა ეკლესიაში გადაინაცვლოს.

"ნუ გადავაბიჯებთ პატრიარქის კურთხევას, გაიხსენეთ ხალხნო 9 აპრილი, მაშინაც ასე მოხდა, პატრიარქმა მოუწოდა ხალხს და არავინ დაემორჩილა, ნუ გავიმეორებთ იგივეს. ორი მეუფის კურთხევაა, რო მინარეთი უნდა გავატაროთ", - მიმართა შეკრებილებს ადიგენში მცხოვრებმა დავით ტაბატაძემ, თუმცა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა მას გამოსვლა არ დაამთავრებინა.

ამ დროისთვის, მეუფეებმა ამაღლების ეკლესიაში გადაინაცვლეს, რომელიც აქციიდან დაახლოებით 150 მეტრში მდებარეობს. მათ მხოლოდ აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი გაყვა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ
მეუფე მრევლს ამაღლების ტაძარში გადანაცვლებას სთხოვს
აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება
აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, ვინც შეძლებს გაათენოს
აქციის მონაწილეებს მეუფე თეოდორე მიმართავს
აქციის  მონაწილეები რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ
ადიგენში მიმდინარე აქციის მონაწილეები პრემიერს მიმართვას უგზავნიან