FM97.5 / LIVE

საკირეში 37 წლის ზეზვა თოფურიანმა სარეაბილიტაციო კურსი დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.04.2019
ბორჯომში, სოფელ საკირეში მცხოვრები 37 წლის ზეზვა თოფურიანის სარეაბილიტაციო კურსი ბორჯომის მერიამ 11 058 ლარით დააფინანსა.

საკირეში 37 წლის ზეზვა თოფურიანმა სარეაბილიტაციო კურსი დაიწყო

ზეზვა თოფურიანმა სარეაბილიტაციო კურსის პირველი ეტაპი, უკვე დაასრულა და როგორც მისი ახლობლები ამბობენ, უკვე შედეგიც აქვს: „ეს კურსი ძირითადად მასაჟებს მოიცავდა ხერხემალზე, რაც ფეხზე დადგომაში დაეხმარება. ახლა შედეგი ის არის, რომ საწოლს მიჯაჭვული აღარ არის და ჯოხით ნელ–ნელა გადაადგილება შეძლო. გარკვეული პერიოდი უნდა დაისვენოს და მერე კიდევ გააგრძელებს კურსს“.

რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ 37 წლის კაცი დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს თუმცა, თვალზე მიღებული დაზიანება მკურნალობას არ ექვემდებარება: „თვალზე იმდენად მძიმე ტრამვა აქვს, რომ მკურნალობას აზრი აღარ ჰქონდა, თითქმის ერთი წელი მაგ ტრამვით იწვა უფულობის გამო, დროულად ვერ მიაკითხა, რომ ემკურნალა“.

ბორჯომში, სოფელ საკირეში მცხოვრები 37 წლის ზეზვა თოფურიანი ათი თვის განმავლობაში, ცემისგან მიღებული ტრამვებით საწოლს იყო მიჯაჭვული, მას ტრავმა ხერხემალზე და თვალზე აქვს. იმისათვის რომ სარეაბილიტაციო კურსის გავლა დაეწყო თანხა სჭირდებოდა.

თოფურიანების ოჯახის შესახებ „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, ოჯახის პრობლემებით ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია დაინტერესდა და მისი დაფინანსება სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა. მერიამ თოფურიანს მკურნალობის კურსების გასავლელად 11 058 ლარი გამოუყო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მერია საკირეში მცხოვრებ ზეზვა თოფურიანს მკურნალობას დაუფინანსებს
საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს
რუსთავში მცხოვრებ 53 წლის ქალს ეტლი აჩუქეს
ახალი ამბები – 9 აპრილი [Audio]
32 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საჭირო თანხა შეგროვდა
მუშაობის დროს დაშავებული ყოფილი მეხანძრე დახმარებას ითხოვს
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების კურსი დაიწყო