FM97.5 / LIVE

მერია საკირეში მცხოვრებ ზეზვა თოფურიანს მკურნალობას დაუფინანსებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 19.02.2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ საკირეს მკვიდრს, 37 წლის ზეზვა თოფურიანს, რომელიც მეათე თვეა საწოლსაა მიჯაჭვული, მკურნალობის კურსს დაუფინანსებს.

მერია საკირეში მცხოვრებ ზეზვა თოფურიანს მკურნალობას დაუფინანსებს

თოფურიანების შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია ოჯახს ესტუმრა და 37 წლის ზეზვას რეაბილიტაციისათვის მკურნალობის დაფინანსებას დაჰპირდა.

„მერმა მოინახულა ოჯახი, მათ მდგომარეობას გაეცნო და განუმარტა თუ რა აუცილებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტიდან რეაბილიტაციისათვის დაფინანსება მიიღოს. მერია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზეზვა თოფურიანმა რეაბილიტაციის კურსი ნორმალურად გაიაროს“, – გვითხრეს ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბორჯომის მერიამ თოფურიანებს ასევე, სამი კუბური მეტრი საწვავი შეშა გადასცა.

საკირეში მცხოვრები თოფურიანების ოთხსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახის ყველა წევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ზეზვა და მისი მამა კი თითქმის ერთი წელია საწოლს მიჯაჭვულები არიან. ზეზვას მკურნალობისთვის 9 360 ლარი სჭირდება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკირეში 37 წლის ზეზვა თოფურიანმა სარეაბილიტაციო კურსი დაიწყო
საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს
ბორჯომის მერიამ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა [R]
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 19 თებერვალი [Audio]
ლევან ლიპარტია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბორჯომი  წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ [R]
ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
ბორჯომის ახალმა მერმა მუშაობა დაიწყო