FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან, სალოცავში ხატები დააზიანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.04.2019
ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სალოცავში ხატები და ლოცვის წიგნები დახიეს, სხვა ნივთები კი დაამტვრიეს. აქ სალოცავად საუკუნეებია სომხური სამოციქული ეკლესიის მრევლი დადის.

ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსთან, სალოცავში ხატები დააზიანეს

ამის შესახებ ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.

ადგილობრივებს სალოცავის კარი სამ აპრილს დილით ღია დახვდათ, შიგნით ხატები და ლოცვის წიგნები კი დაზიანებული და ძრის დაყრილი.

„დილით რომ მივედით ყველაფერი ძირს ეყარა დამტყვრეული. ხატები სულ დახაზული იყო და ჩამოხეული. გაფუჭებულია წმინდა გამოსახულებები“, – ამბობენ ადგილობრივები jnews.ge-სთან საუბარში.

სალოცავი მე–13 საუკუნეშია აგებული. მას კულტურული მემეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს აქვს მინიჭებული. აქ სალოცავად არა მხოლოდ ხულგუმოსა და ბავრაში, არამედ სხვა სოფლებში, ასევე ახალქალაქში მცხოვრებლებიც დადიან.

„არასდროს აქ არსებულ სოფლებში რაიმე კონფლიქტი, მითუფრო რელიგიურ ნიადაგზე არ ყოფილა. არავინ იცის ვის შეიძლება დაეზიანებინა სალოცავში ხატები და სხვა ნივთები“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში jnews.ge–ს რედაქტორი რიმა ღარიბიანი.

დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ დრომდე ველოდებით. ასევე, უცნობია, დაზიანებულია თუ არა შიგნიდან კულტურული მემეკვიდრეობის ძეგლი. ძეგლთა დაცვის სააგენტოში გვითხრეს, რომ მომხდარს გააკრვევენ და დაგვიკავშირდებიან.

[sknews. ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ ხულგუმოს სალოცავში ხატების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალქალაქში XIII საუკუნის ეკლესიაში ხატები მეორედ დააზიანეს
ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს [photos]
გამოკითხვა: რას უკავშირებთ  ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვას [Video]
ახალციხის N5 სკოლის სამლოცველო ოთახიდან ხატები გაიტანეს
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტი
სომხური ეკლესიიდან ჯვრები, ხატები და ფული მოიპარეს