FM97.5 / LIVE

ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 03.04.2019
ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნის პარკებით საძოვრები და ადგილობრივების ნაკვეთები ბინძურდება. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ აცხადებენ, რომ გრუნტის მარაგი, რითაც ნარჩენებს მარხავენ, ამოიწურა.

ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]

ასპინძის ნაგავსაყრელი, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყოველდღიურად ნაგავმზიდებით მიაქვთ დაბიდან, დაახლოებით, სამი კილომეტრის მოშორებით, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე გადის ასპინძა–ახალციხის დამაკავშირებელი შემოვლითი გზაც.

ტერიტორია ეკლიანი მავთულითაა შემოღობილი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაწილი ზემოდან ყრია, ნაწილი კი მიწითაა დაფარული. ნაგავსაყრელის მიმდებარედ სოფლების, ორგორისა და სახუდაბელის საძოვარებია, სადაც ადგილობრივების საქონელი ბალახობს.

ასპინძის ნაგავსაყრელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ეკუთვნის.

ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]

კომპანიის დირექტორის მრჩევლი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, რომ ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიას თანამშრომლები პერიოდულად ასუფთავებენ: „ჩვენი ვალდებულებაა, როცა შემოხვალთ ნაგავსაყრელზე არ ნახოთ ნარჩენები დაყრილი ისე, რომ არ იყოს გადაფარული, სუნი უნდა იყოს მინიმალური. ვცდილობთ მაქსიმალურად უსაფრთხოდ განვათავსოთ ნარჩენები, რის საშუალებაც არსებობს“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვაზე, მაშინ რატომ არის ტერიტორია დაბინძურებული და ნარჩენები „დაუმარხავი“ გვპასუხობენ, რომ კომპანიას ამ ეტაპზე ნარჩენების გადასაფარი გრუნტი არ აქვს, რადგან მარაგი ამოწურულია. გამოცხადებულია ტენდერი და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა მოგვარდება.

ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]

„ოპერატორი და რამდენიმე დამხმარე მუშა გვყავს, მაგრამ ეს ადამიანები ვერ აუვლენ ამხელა ფართობის დასუფთავებას. ყველაზე უპრიანი იქნება, რომ დასუფთავების აქცია გავაკეთოთ. თვითმმართველობამ და მოსახლეობამ მიიღოს მონაწილეობა. თორე, ვიდრე გრუნტს დააყრიან, ქარიან ამინდში ცელოფნები დაიფანტება“, – ამბობს ხათუნა ჩიკვილაძე.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ოფისის დირექტორი ნინო ჩხობაძე პასუხისმგებლობას „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ აკისრებს: „ეს არის მუდმივი პრობლემა იმიტომ, რომ მიწა არ შეაქვთ და არ აყრიან ზემოდან. მენეჯმენტი უნდა გამოსწორდეს. ეს არის მუდმივად ქარიანი ადგილი და და ამიტომ სულ პრობლემაა. ეს ტერიტორია ნაგავსაყრელად არ ვარგა. აქ მიწა უფრო მეტი სიხშირით უნდა შედიოდეს, რომ ასე არ იფრინონ ცელოფნის პარკებმა“.

ნინო ჩხობაძე დასუფთავების აქციის ინიციატივას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ ეს გამოსავალი არ არის: „მოვაწყობთ აქციას, შევაგროვებთ ამ ცელოფნის პარკებს, შევიტანთ ნაგავსაყრელზე, დაუბერავს ქარი და ისევ მიმოფანტავს გარშემო. თუ ნაგავსაყრელის ოპერირება არ გამოსწორდება, რამდენი აქციაც გინდა ჩაატარო აზრი არ აქვს. მესმის რომ მიწა ძვირია, საჭიროა დამატებითი ტექნიკა. არსებობს ერთი ვარიანტი დაიხუროს ასპინძის ნაგავსაყრელი და ნარჩენები ასპინძიდან რეგიონულ ნაგავსაყრელზე გავიდეს, მაგრამ ჯერ–ჯერობით არ ჩანს ვინ შეიძლება გააკეთოს ნაგავსაყრელი. ამიტომ ისევ აქ უნდა გაკეთდეს სერიოზული გადამტვირთი სადგური, ესაა გამოსავალი“.

ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]

ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებაზე პასუხისმგებლობას „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ აკისრებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიაც.

„დაცული არ არის ეგ ტერიტორია. მერიამ და საკრებულომ შარშან გამოხატა კეთილი ნება და დავასუფთავეთ ჩვენი ძალებით, მაგაზე ცუდი მდგომარეობა იყო მანამდე, წლობით დაყრილი ნაგავი დავასუფთავეთ, 100–150 კაცი ვიყავით გასული მაშინ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

გარემოსდამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეგულაცია, რომელიც ერთჯერად ცელოფნებთან დაკავშირებით პირველი აპრილიდან ამოქმედდა ხელს შეუწყობს პარკების რაოდენობის შემცირებას.

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ კი აცხადებენ, რომ 2023 წლამდე ეს ნაგავსაყრელი დაიხურება: „ამ დრომდე ნარჩენების მართვის კუთხით მთელი ქვეყნის მასშტაბით ცვლილებები განხორციელდება“.

ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება
ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს
ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის