FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა

მთავარიეკონომიკა 16.07.2015
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელის განახლება დასრულდა. აღნიშნული პროექტისთვის 317 596 ლარი დაიხარჯა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი, რომლის ფართობიც 7269.82 მ² შეადგენს, 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ყოველდღიურად ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 11.6 მ³ ნარჩენი იყრება, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან შეაქვთ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი 2013 წლის 14 ივნისს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საკუთრებაში გადავიდა.

„ამ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად, ნაგავსაყრელი ოპერირებდა სტანდარტებთან შეუსაბამოდ, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, პოლიგონზე არ ხორციელდებოდა კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა. ნაგავსაყრელის ტერიტორია არ იყო შემოღობილი და ხდებოდა როგორც მოქალაქეების, ისე ცხოველების გადაადგილება. პოლიგონის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას“, – აცხადებენ „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“.

აღნიშნულმა კომპანიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციისთვის, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება (დამონტაჟდა მზის ფოტო-ელექტრონული სისტემა), ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული.

როგორც „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში“ განმარტავენ, განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ 317 596 ლარი შეადგინა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო
ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]
ახალციხეში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დაიწყო
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს