FM97.5 / LIVE

ახალციხეში აღსრულების ბიურო კრივის მწვრთნელს მესამე სკოლის დარბაზს ატოვებინებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 01.04.2019
ახალციხის მესამე სკოლაში კრივის მწვრთნელს სკოლის საკუთრებაში არსებული სპორტის დარბაზი უკვე წელიწადზე მეტია ნებართვის გარეშე უკავია. დღეს, პირველ აპრილს, მას დარბაზის დაცვლა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსთხოვა, რის გამოც 40 მოსწავლე სავარჯიშო სივრცის გარეშე რჩება.

ახალციხეში აღსრულების ბიურო კრივის მწვრთნელს მესამე სკოლის დარბაზს ატოვებინებს

გევორქ შუშანიანი კრივს უკვე 25 წელია ასწავლის. ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დარბაზით კი 2016 წლიდან სარგელობს. მაშინ შუშანიანმა დარბაზი აუქციონის წესით იქირავა, საშხაპეები მოაწყო, გაარემონტა და შესაბამისად ქირასაც იხდიდა, თუმცა მოგვიანებით მას ხელშეკრულების შეწყვეტაზე ხელი შეცდომით მოაწერინეს. ამის გამო საქმე სასამართლომდე მივიდა, შუშანიანმა პროცესი მოიგო და დარბაზით სარგებლობა ჩვეულებრივ გააგრძელა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დარბაზის ქირაობის ვადა შუშანიანს 2017 წლამდე ჰქონდა. თუმცა, ვადის გასვლის შემდეგ დარბაზის გაქირავების შესახებ ხელახლა აუქციონი აღარ გამოცხადებულა და მოკრივეებიც ამ დრომდე დარბაზში რჩებოდნენ.

„მაშინ იმ სასამართლო დავის შემდეგ საუკუნე გავიდა და არავინ შემხმიანებია. იმედი მქონდა, რომ ახალი აქუციონი მოეწყობოდა და მონაწილეობას მივიღებდი, მაგრამ არავის გავუფრთიხლებივარ ისე დამირეკეს უნდა დაცალო ინვენტარისაგან და გახვიდე შენობიდანო. 40 მოსწავლე მყავს, სად უნდა წავიდეთ?!“ – ამბობს შუშანიანი.

ახალციხეში აღსრულების ბიურო კრივის მწვრთნელს მესამე სკოლის დარბაზს ატოვებინებს

მესამე სკოლაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მისვლის შემდეგ, მწვრთნელის მხარდასაჭერად აქ მისი მოსწავლეებიც მივიდნენ.

„აუცილებელია, რომ აქ ვივარჯიშოთ, კარგი დარბაზია. ახლა რა იქნება არ ვიცით, სად უნდა წავიდეთ?!“,– კითხულობს მოკრივე ედგარ კეიანი.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ აღნიშნული საქმე უწყებაში 2018 წლის 24 ივლისიდანაა და დარბაზის დატოვების შესახებ შუშანიანს არაერთხელ აცნოებს: „ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გასცა აღსრულების ფურცელი 2018 წელის მეშვიდე თვეში, სადაც წერია, რომ ახალციხის მესამე სკოლის დარბაზი თავისი გასახდელებით და ა. შ. დაკავებულია სხვა პირის მიერ, რომ ის უნდა გამოთავისუფლდეს და გადაეცეს სკოლას“.

დღესვე, შუშანიანმა ბიუროს შენობის დასაცლელად ერთი თვის ვადა სთხოვა.

„ითხოვა დამატებით ერთი თვე და სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ეს ვადა მივეცით“, – აცხადებენ აღსრულების ბიუროში.

რა გეგმები აქვს სკოლის ადმინისტრაციას კრივის დარბაზთან დაკავშირებით უცნობია, სკოლის დირექტორმა სუსანა აკოპოვამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა.

ახალციხეში აღსრულების ბიურო კრივის მწვრთნელს მესამე სკოლის დარბაზს ატოვებინებს

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში კრივის მწვრთნელს აღსრულების ბიურომ დარბაზი დააცლევინა
’40-მდე მოსწავლით გარეთ ვრჩები’– ახალციხეში მოკრივეებისთვის სავარჯიშო ადგილი ვერ გამოინახა
ანსამბლი „მესხეთი“ გარემონტებულ პირველ სკოლაში დაბრუნდა
ახალციხის მესამე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს
ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს
აბასთუმნის სკოლის დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა იძულებით მოუწევს
აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს